ქედის მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ მარგველაშვილი “ქართული ოცნების” აღმასრულებელ მდივან არმაზ ახვლედიანთან და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად შუახევის და ხულოს ამომრჩევლებს შეხვდა.
მარგველაშვილს ხულოში ადგილობრივი უხუცესების ფოლკლორული ანსამბლი აჭარულის ცეკვით შეეგება. შეკრებილ საზოგადოებას კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატი არმაზ ახვლედიანმა წარუდგინა და მოუწოდა აჭარელებს 27 ოქტომბერს მარგველაშვილის მხარდაჭერისკენ.
“ყველას მინდა გთხოვოთ გავაკეთოთ არჩევანი ჩვენი შვილების, ხულოს, მთიანი აჭარის მომავლის სასარგებლოდ. ავირჩიოთ მაღალი ზნეობისა და სამოქალაქო კულტურის ადამიანი და ერთად განვაგრძოთ გზა საქართველოს გამთლიანებისკენ,” _ განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა სახელმწიფოსთვის მთიანი აჭარის მოსახლეობის როლზე ისაუბრა: “მთა კრავს ბარს, მთა თუ დაიცლება წელში გაწყდება ბარიც, თითოეული აქ მცხოვრები ადამიანი ამაგრებს საზღვარს, თქვენ ჩვენი სამშობლოს ცოცხალი მესაზღვრეები ხართ და გაფრთხილება გჭირდებათ,” _ განაცხადა გიორგი მარგველაშილმა.
კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა აღნიშნა , რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში აღარ განმეორდება ის შეცდომები, რომლებიც აქამდე იყო დაშვებული: “სრულიად ახალი ქვეყანა იქნება, აფხაზიც დაინახავს და ოსიც, რომ მომავალი ჩვენს ერთად დგომასა და ქვეყნის მშენებლობაშა. გპირდებით ვიქნები გარანტი, რომ რელიგიურ ნიადაგზე ჩვენს რელიგიურ უმცირესობას პრობლემები აღარ შეექმნას”, _ განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
(R)