ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.
“სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ “სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 2 ოქტომბრის განკარგულების საფუძველზე, ნასამართლეობის შესახებ ცნობის მიღების მსურველთა მომატებული მოთხოვნიდან გამომდინარე მომსახურების სააგენტოს მიერ ნასამართლეობის შესახებ ცნობის დაჩქარებული წესით გაცემა დროებით ვერ ხორციელდება.
მომსახურების სააგენტო წინასწარ გიხდით ბოდიშს შეფერხებისათვის და გაცნობებთ, რომ ცნობის დამზადებისთანავე ინფორმაციას მოგაწვდით სააგენტოს თანამშრომელი,” _ ნათქვამია განცხადებაში.