გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირები სისტემატურად ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას. სამართალდამცველებმა მათი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას რეალიზაციის შედეგად მიღებული ორი ათასი ლარი, შვიდასი ლოდარი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება “ბუპრენორფინი”-ს შემცველი ნარკოტიკი ამოიღეს.
ექსპერტიზის დასკვნით სულ ამოღებულია 52 აბი და 55 ნატეხი ნარკოტიკული საშუალება, რომელიც 0,6283 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება “ბუპრენორფინ”-ს შეიცავს.
ნარკოლოგიური შემოწმებით ორივე დაკავებულს “ბუპრენორფინი”-ს მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს).