ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით, 5 დღის განმავლობაში ქართველ კინომოყვარულებს საშუალება ექნებათ მთელი მსოფლიოდან მაღალმხატვრული დოკუმენტური ფილმები იხილონ.
გარდა ამისა, ფესტივლის პროგრამაში შედის მასტერკლასები, ვორქშოფები, კონფერენციები, მრგვალი მაგიდის შეხვედრები, თოქ-შოუები და შემოქმედებითი დოკუმენტური ფილმების კრებული.
თითოეული სექციის კინოჩვენებების შემდეგ გაიმართება შეხვედრები, საუბრები და განხილვები მოწვეული სტუმრებისთვის, კინოპროფესიონალებისთვის და მედიის წარმომადგენლებისთვის.
კინოფესტივალის მიზანია საფესტივალო გარემო ფართო საზოგადოების თავშეყრის ადგილად აქციოს, სწორედ ამიტომ საზოგადოების აქტიურ წევრებს, სოციალურ მუშაკებს, კინომოყვარულებს და ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ კინოექსპერტებთან ერთად ისაუბრონ აქტუალურ თემებზე და შეხვდნენ ცნობილ დოკუმენტალისტებს.