ცნობილი ხდება, რომ დაინიშნება სპეციალური ექსპერტიზა, რომელიც დაადგენს კადრების უწყვეტობის სინამდვილეს.
ძველაიების ოჯახის ადვოკატი, ლედი ტუკვაძე აცხადებს, რომ სწორედ ფირის ნახვის და ამ მასალის შესახებ ექსპერტიზის დასკვნის დადების შემდეგ გადაწყვიტავენ რა იქნება შემდეგი ნაბიჯი.
შევახსენებთ, რომ ოჯახის წევრებმა ადვოკატთან და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრ სოზარ სუბართან ერთად ციხის კამერა რამდენიმე საათის განმავლობაში ათვალიერეს. მიუხედავად იმისა, რომ არსებული ოთხი კითხვიდან დამოუკიდებელმა ექსპერტმა სამზე პასუხი უკვე მიიღო, გარდაცვლილის ოჯახი მაინც დარწმუნებულია, რომ გოგა ძველაია მოკლულია.