მიხეილ სააკაშვილმა დაღუპული სპეცრაზმელი სიკვდილის შემდეგ “ვახტანგ გორგასლის I ხარისხის” ორდენით დააჯილდოვა. პრეზიდენტმა ჯილდო დავით დემურიას შვილს გადასცა.
“ამ კაცმა საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვა საზოგადოებრივი წესრიგი, მაგრამ არ შეიძლება ცალკეული გმირების იმედზე ვიყოთ მუდმივად. სახელმწიფო უნდა მუშაობდეს. თუკი სახელმწიფო ყველაფერს პირიქით აკეთებს, ცალ-ცალკე ვერავინ ვერაფერს უშველის. ვერავინ უშველის იმ ქვეყანას, სადაც მთავრობა არ ამუშავდება,” _ განაცხადა სააკაშვილმა.