ბიძინა ივანიშვილი აღნიშნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის მეჩეთში იმყოფებოდა. მან მეჩეთში შეკრებილ მლოცველებს სიტყვით მიმართა და დღესასწაული მიულოცა.
“დღეს არის დიდი სიხარულის დღე, ეს არის იმედის, სიყვარულის, გაჭირვებულთა დახმარების დღე. ამ დღეს ყველა ხარობს და მე დიდი სიამოვნებით ვუერთდები თქვენს სიხარულს და თქვენთან ერთად ვზეიმობ ამ ძვირფას დღეს. მინდა გისურვოთ ბედნიერ ქვეყანაში ცხოვრება, გაძლიერება, გამთლიანება ვუსურვო თქვენს სამშობლოს, საქართველოს, კეთილდღეობა ვუსურვო თითოეული თქვენგანის ოჯახს, ბედნიერება, სიხარული და სიყვარული ყოფილიყოს თქვენს ოჯახებში. მშვიდობით გეცხოვროთ თქვენს საყვარელ სამშობლოში,” _ განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.