ადმინისტრაციული სამსახურის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ წოწონავამ აღნიშნული პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. წოწონავას მოვალეობას ამ დრომდე მისი მოადგილე ტატო ლილუაშვილი ასრულებდა. როგორც ცნობილი ხდება, აღნიშნულ თანამდებობაზე, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი კოტე ლომიძე დღეს ახალ კადრს წარადგენს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ადმინისტრაციული სამსახურის უფოროსის თანამდებობაზე, რამდენიმე კანდიდატურა განიხილება, რომელთა შორის ყველაზე რეალური ხვიჩა დოღონაძის კანდიდატურაა, რომელსაც ასევე კოტე ლომიძის კადრად მიიჩნევენ.
ქუთაისის მერიაში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად, მერიის რამდენიმე სამსახური ხელმძღვანელის გარეშე დარჩა. ქუთაისის უკვე ყოფილმა მერმა, დიმიტრი კოპალიანმა, საზოგადოებას მერიის სამსახურების უფროსები ორი თვის უკან წარუდგინა. თუმცა, მას შემდეგ ქუთაისის მერიაში, კადრთა ცვლა ამ დრომდე არ დასრულებულა. ასევე, უცნობია მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგებიც.