მანამ, სანამ გაირკვევა ზუსტად რა ოდენობით გაეზრდებათ ხელფასები მოსამართლეებს, IDFI-მა მათი დღევანდელი შემოსავლები გაასაჯაროვა.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ხელფასი დანამატის გარეშე- 5650 ლარი; პირველი მოადგილის- 5100; მოადგილე- 4800; უზენაესი სასამართლოს მოსამართლე- 4400; სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე- 4200; სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე- 2500; საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე 2400; მოსამართლე-2300; რეზერვის მოსამართლე-500.
პრაქტიკაში, კანონით დადგენილი თანამდებობრივი სარგოების გარდა მოსამართლეები, ასევე, იღებენ პრემიებსა და დანამატებს, რაც მათ სარგოებთან შედარებით შეიძლება მერყეობდეს 35%-დან 135%-მდე.
მაგალითად, შოთა გეწაძეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარეს, 2012 წლის მანძილზე სარგოზე 1,36-ჯერ მეტი ოდენობის პრემია და დანამატი დაერიცხა, რისი გათვალისწინებითაც მისმა საშუალო შემოსავალმა თვეში 5657.9 ლარი შეადგინა, კანონით განსაზღვრული სარგოს 2400 ლარის ნაცვლად.
შოთა გეწაძე არ წარმოადგენს ერთადერთ გამონაკლისს, როდესაც თვეში საშუალო შემოსავალი რამდენჯერმე აღემატება კანონით დადგენილ სარგოს. როგორც 2012 წლის მანძილზე არსებული მდგომარეობით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, ჩვეულებრივ, მოსამართლეების საშუალო ყოველთვიური შემოსავალი 1.35-2.35-ჯერ აღემატება მათ სარგოებს.
როგორც მოსამართლეთა ქონებრივი დეკლარაციებიდან მოყვანილმა მონაცემებმა აჩვენა პირველი ინსტანციის მოსამართლეების საშუალო ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს დაახლოებით 3 400 ლარს, სააპელაციო ინსტანციის მოსამართლეების -3 800 ლარს, ხოლო უზენაესი სასამართლოს – 6200 ლარს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ერთი და იმავე ინსტანციის მოსამართლეები თანაბარი თანამდებობრივი სარგოს პირობებში იღებენ განსხვავებული ოდენობის შემოსავლებსაც, ვინაიდან მათ მიერ მიღებული დანამატები და პრემიები განსხვავებული ოდენობისაა. მაგალითად თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის ხატია არდაზაშვილის სამუშაოს შესრულებით მიღებულმა წლიურმა შემოსავალმა შეადგინა 27 301 ლარი, ხოლო იმავე კოლეგიის მოსამართლის მირანდა ერემაძის შემოსავალმა – 47 935 ლარი. მსგავსი მდგომარეობაა პივრელი ინსტანციის სხვა სასამართლოებშიც , მაგალითად ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მალხაზ ჩუბინიძის წლიურმა შემოსავალმა შეადგინა 29 200 ლარი, ხოლო ციცინო მოსიძის წლიურმა შემოსავალმა – 38 504 ლარი.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილის საშუალო თვიური შემოსავალი 10 960 ლარია.მოადგილე ზაზა მეიშვილი -7 265.მოადგილე მიხეილ ჩინჩალაძე – 9543
პაატა სილაგაძე(უზენაესი სასამართლოს მოსამართლე) – 5945 ლარი, ლევან მურურსიძე – 6550, ვალერიან ცერცვაძე -თბილსისის სააპელააციო სასამართლოს თავმჯდომარე -8224 ლარი