შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელ ნინო კობახიძის განცხადებით იმ შემთხვევაშჳ, თუ მოქალაქე გამოცდას ჩააბარებს ავტომატურ გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებაზე, მას უფლება ეძლევა მართოს მხოლოდ ავტომატურ გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გამოცდას მექანიკურ გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებაზე ჩააბარებს, მოქალაქეს უფლება აქვს მართოს როგორც ავტომატური, ასევე მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილი.
შს სამინისტროს მომსახურების სააგენტო სისხლის ბანკთან ერთად სიახლის დანერგვას გეგმავს, რომლის განხორციელების შემთხვევაში, მართვის მოწმობაში მიეთითება მფლობელის სისხლის ჯგუფი და რეზუსი. მართვის მოწმობაში, სისხლის ჯგუფის და რეზუსის აღნიშვნა, ამ ეტაპზე ნებაყოფლობით ხასიათს ატარებს.
ასევე, 2014 წლიდან შს სამინისტროს მომსახურების სააგენტო განათლების სამინისტროსთან ერთად საჯარო სკოლებში საგზაო ნიშნებისა და მოძრაობის უსაფრთხოების წესების სწავლების შემოღებას გეგმავს. დღეისათვის აღნიშნული საგანი ერთი სემესტრის განმავლობაში ისწავლება და მისი სწავლა ნებაყოფლობითია, 2014 წლიდან კი, აღნიშნული საგანის სწავლება უფროს კლასებში უკვე სავალდებულო გახდება.