პრეზიდენტმა ორდენი ქართველ და ჩერქეზ ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობის დამყარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის ანდრო გაბისონიას გადასცა. პოლიტოლოგი ანდრო გაბისონია უკვე წლებია, რაც ამ კონტაქტებისა და ორ ხალხს შორის მეგობრული ურთიერთობების გამყარებაზე მუშაობს. 2012 წლიდან ჩერქეზული კულტურის ცენტრის ერთერთი ხელმძღვანელია. 2011 წლიდან სხვადასხვა ჩერქეზულ ორგანიზაციების წარმომადგენელია საქართველოში.
ასევე, სააკაშვილმა სახელმწიფოს მშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პროფესორი თენგიზ კიკაჩეიშვილი და დეპუტატი შოთა მალაშხია ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.