შეხვედრაზე ქუცნაშვილმა ყურადღება გაამახვილა წინასაარჩევნო პერიოდზე და აღნიშნა, რომ წელს ეს პერიოდი ყოველგვარი დაძაბულობის და ექსესების გარეშე მიმდინარეობს. პარლამენტის წევრი სოჭის ოლიმპიადაზე საქართველოს მონაწილეობის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ თუ მეზობელი სახელმწიფოსგან გამაღიზიანებელი ქმედებები ისევ დაფიქსირდება, მაშინ ოლიმპიადაში მონაწილეობის საკითხი გადაიხედება.
“შესაძლოა, რაღაცაზე თვალი დახუჭო, რაღაც მოითმინო, მაგრამ ეროვნული ღირსების შელახვაზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება,” _ აღნიშნა ქუცნაშვილმა.
საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებმა სხვადასხვა პრობლემური საკითხები წამოჭრეს, რომელთა შორის იყო ზუგდიდში სტუდენტებისთვის მუნიციპალური ტრანსპორტით შეღავათიანი ტარიფით სარგებლობა, დასაქმება და სხვა.
შეხვედრაზე იმყოფებოდა ზუგდიდის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ქვარაია.
ზაქარია ქუცნაშვილი ზუგდიდში კიდევ რამდენიმე დღე დარჩება და სხვადასხვა სოფლების მოსახლეობას შეხვდება.