გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თურქეთიდან 3 შეკვრად დაფასოებული “ჰეროინი” და 4 აბი “სუბოქსინი” შემოიტანა. ექსპერტიზის დასკვნით ამოღებულია 96 გრამი ნარკოტიკული საშულება, რომელიც 21 გრამ “ჰეროინ”-ს შეიცავს და ასევე, 0,032 გრ ნარკოტიკული ნივთიერება „ბუპრენორფინი“.
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის”ა” ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით).