რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ქ. რუსთავში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად წელს 13 მილიონ 376 ათასი ლარი გამოჰყო.
ამ თანხით ქალაქში შვიდი პროექტი ხორციელდება. კერძოდ, გზების, საცხოვრებელი კორპუსების სახურავების რეაბილიტაცია, სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სახურავების შეკეთება, ლიფტების რეაბილიტაცია, კულტურისა და დასვენების პარკის, ლეონიძის სკვერისა და გარე განათების რეაბილიტაცია