შალვა დადიანის სახელობის თეატრში ზუგდიდისა და რეგიონის სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსულ მოსახლეობას ქუცნაშვილმა საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე ქვეყანაში განხორციელებული ცვლილებები და სიახლეები გააცნო.
ასევე, აღნიშნა ისიც, რომ წინა მთავრობისაგან განსხვავებით არ იღებენ კლიპებს და არ აპიარებენ გაკეთებულ საქმეებს, რადგან საზოგადოება კარგად ხედას იმ სასიკეთო ძვრებს, რომელიც 1 ოქრომბრის არჩევნებიდან დღემდე განხორციელდა.
ამის მაგალითად ზაქარია ქუცნაშვილმა სასამართლო რეფორმა მოიყვანა და თქვა, რომ სასამართლოს დაკეტილი კარის გაღება, სწორედ ახალი ხელისუფლების მიერ განხორციელებულმა რეფორმამ გახადა შესაძლებელი.
მოსახლეობასთან შეხვედრაზე ქუცნაშვილმა ყურადღება ჯანდაცვისა და განათლების სისტემაში განხორციელებულ ცვლილებებზეც გაამახვილა.