ამის მიზეზი უბანზე მარკირება გავლილი მოქალაქის მისვლა გახდა.რომელიც ირწმუნება რომ ამ დრომდე არჩევანი არ გაუკეთებია და მარკირება ახლობლისგან გადაედო. რევაზ არიშვილს ამ დრომდე ხმის მიცემის უფლება არ ეძლევა.
“დაახლოებით 40 წუთია, აქ ვდაგვარ და ხმის მიცემის უფლებას არ მაძლევენ. აქამდე არსად ვყოფილვარ. ხმა არსად მიმიცია. მარკირება გავლილმა ახლობელმა ჩამომართვა ხელი და ალბათ სითხე ასე გადმომედო. არჩევნებზე იმისთვის მოვედი, რომ ჩვენს ქვეყანას საშველი დაადგეს”, _ განაცხადა რევაზ არიშვილმა.
აღნიშნულ უბანზე არჩევნების მიმდინარეობის პროცესში დღეს მსგავსი 3 შემთხვევა დაფიქსირდა.ამ წუთებში N 29 საარჩევნო უბნის კომისიის წევრები იმაზე მსჯელობენ მისცენ თუარა არჩევნებში მონაწილეობის უფლება რევაზ არიშვილს.