აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, პრეზიდენტობის კანდიდატ ნინო ბურჯანაძის წარმომადგენელმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ირაკლი ჭყოიძემ ცესკოში განცხადება-საჩივარი შეიტანა.”
“გურია ნიუსი” აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენელს ლევან ნატროშვილს დაუკავშირდა.
მისი თქმით, საარჩევნო დღეს აკრძალულია პოლიტიკური რეკლამა და ეს არ ეხება საინფორმაციო სახის ბრიფინგს.
საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი, არჩილ გამზარდია კი ამ ფაქტთან დაკავშირებით ასეთ კომენტარს აკეთებს:
“ჩვენში დუმილის დღე არ არსებობს, მაგალითად არჩევნების წინა დღე.. მეორე კიდევ საბრიფინგე სტენდი გარკვეულწილად აგიტაციაც არის, რადგან მესიჯს შეიცავს, მაგრამ შეუდავებელია, რადგან ის წარმომადენლობითი ეტიკეტის საზღვრებში ჯდება. ამიტომ, ამ მხრივ სახელდებაც რთულია და დარღვევის სტატუსის მიცემაც…”