აღნიშნულ უბანზე 473 ამომრჩეველია დაფიქსირებული. აქედან 351 პატიმარია,109 ადმინისტრაციის წარმომადგენელი,რომლებიც არჩევნების დღეს მუშაობენ. არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება, წინასწარ პატიმრობაში მყოფ მსჯავრდებულებს და ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩამდენ პირებს აქვთ,რომელთა სასჯელი 1-დან 6 წლამდეა განსაზღვრული.
როგორც N 2 საპყრობილის სოციალური განყოფილების უფროსის ხათუნა ჯავახაძის განცხადებით,დაწესებულებაში მყოფი პატიმრები საპრეზიდენტო კანდიდატების სააგიტაციო ლიტერატურას და საარჩევნო პროგრამებს წინასწარ იცნობდნენ.მათ ასევე მიეწოდათ ინფორმაცია თუ როგორ უნდა გაევლოთ კენჭისყრის პროცედურა.
“არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ეს არის დახურული ტიპის დაწესებულება, სააგიტაციო მასალა განთავსებული იყო პატიმრების სასეირნო ადგილებში და მათ ინფორმაცია არჩევნებში მონაწილე კანდიდატების შესახებ ჰქონდათ”, _ აღნიშნავს ხათუნა ჯავახაძე.
ხმის მიცემის პროცედურა სასჯელაღსრულების #2 დაწესებულებაში 8 საათზე დასრულდება.მოგვიანებით კი ხმების დათვლის პროცესი 14-ე საჯარო სკოლის შენობაში მდებარე 75-ე საარჩევნო კომისიაში გადაინაცვლებს.