“გადავამოწმე თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და სიმართლე არ არის, თითქოს ხაიშელები არჩევნებში პროტესტის ნიშნად არ მონაწილეობენ. ახლა ვესაუბრე ხაიშის რწმუნებულ ოთარ ჭკადუას და ძალიან მშვიდ ვითარებაში მიმდინარეოს პროცესი. ბატონი ოთარი მთელი დღე უბანზეა, მას ევალება მეთვალყურეობა, ბუნებრივია უბნის გარეთ, მაგრამ ის ინფორმაცია რაც თქვენ მოგვაწოდეს არ დასტურდება”, _ განუცხადა “გურია ნიუსს” ნავერიანმა.
მისივე თქმით, სვანეთში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
“მე რიგითი ამომრჩეველი ვარ და არა მაქვს უფლება აქტივობის, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ყველაზე დიდი უბანი, რაც არის სვანეთში სეტი-ლანჩვალის უბანია, სადაც სრულიად მშვიდად, წყნარად, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე მიმდინარეობს პროცესი. ეს არის არჩევნები, რისთვისაც ვიბრძოდით, ყოველგვარი ზეწოლის და შანტაჟის გარეშე. ყველა, ჩვენი მომხრეც და მოწინააღმდეგეც აღიარებს ნებისმიერ წინა არჩევნებსა და დღევანდელ არჩევნებს შორის ძალიან დიდ სხვაობას”, _ განუცხადა “გურია ნიუსს” ნავერიანმა.