ქუთაისში ამომრჩევლის ხმების ძირითადი ნაწილი, სამ კანდიდატს შორის განაწილდა. ქუთაისის 59-ე სალქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, ამ დროისთვის, საოლქოში 9 საჩივარია შესული, მათ შორის ერთი საკონტროლო ფურცელს ეხება და მეორე საარჩევნო ყუთის დალუქვას. დღის განმავლობაში შესაძლოა კიდევ რამდენიმე საჩივარი შევიდეს ქუთაისის საოლქოში. კომისიის სხდომა საღამოს 7 საათზეა ჩანიშნული, სადაც აღნიშნული საჩივრების განხილვა დაიწყება.
“შეიძლება დღის განმავლობაში ისევ შემოვიდეს საჩივრები.ის 9 საჩივარი კენჭისყრის პროცედურებს შეეხება. შეიძლება ახლა შემოვიდეს ისეთი საჩივრები, რომელიც ხმის დათვლის პროცედურებს შეეხება. ამიტომ, საღამოს 6 საათამდე დაველოდებით. 7 საათზე კომისიის სხდომა გვაქვს და დავიწყებთ ამ 9 საჩივრის განხილვას. რადიკალური ცვლილებები არ მოხდება, მაგრამ შეიძლება რაღაც მონაცემები შეიცვალოს იმის მიხედით, რა შესწორებები შევა საჩივრების განხილვის შემდეგ. ცესკოში ყველა ოქმი უკვე გადაგზავნილია,“ _ განაცხადა ავთანდილ ოსეფაიშვილმა.































































