_ მე მჯეროდა და მჯერა დღესაც, რომ მარგველაშვილს უნდა გაემარჯვა, იმიტომ რომ ეს ხალხის ნებაც იყო. მწამს, რომ ეს ადამიანი კარგად წაიყვანს ხალხის ცხოვრებას და ყოფას. არ ველოდი “ნაციონალები” თუ მეორე ადგილზე გავიდოდა.
_ ვის ელოდით მეორე ადგილზე?
_ უფრო ველოდი, რომ თანაბარი იქნებოდა ბრძოლა ბაქრაძესა და ბურჯანაძეს შორის, მაგრამ მაინც ბურჯანაძე გაიმარჯვებდა. ჩემი აზრით “ნაციონალები” კიდევ მოქმედებენ, მაშინ მაინც მოიხვეჭეს ავტორიტეტი, ამდენი ხმა რომ აიღეს. რაც შეეხება ჩვენს პარტიას, კობა დავითაშვილი კარგი ქართველია, მაგრამ სამწუხაროდ გვიან ჩარეთო საპრეზიდენტო არჩევნების მარათონში და ამის გამო მცირე ხმები მიიღო, მე მწყინს, რომ ვერ წავედი სოფლებში, ვფიქრობდი ვინც მოისურვებს ის მისცემს კიდეც ხმასთქო, ვარიგებდი გაზეთებს, ვცდილობდი ამომრჩევლამდე მიმეტანა ჩვენი კანდიდატის საპრეზიდენტოი პროგრამა, მაგრამ მეტი ხმა ვერ ავიღეთ.
მიყვარს როცა სუფთად მუშაობენ პარტიები, მე ეს შევასრულე, რასაც ვერ ვიტყვით სხვა პარტიებზე, სამივე სუბიექტის მხრიდან ადგილი ქონდა ამომრჩევლის გადაბირებას, დადიოდნენ სოფლებში და ითხოვდნენ მათი კანდიდატისთვის მიეცათ ხმა. თითქმის სამივე პარტია ცდილობდა ამომრჩევლის გადაბირებას და ვინ როგორ მოახერხა უკვე აშკარაა”, _ გვითხრა კობა დავითაშვილის შტაბის ხელმძღვანელმა ჯემალ დიასამიძემ.






























































