ფონდის თავმჯდომარე ილია II ცოტა ხნის წინ, ანგარიშზე პირველი შესატანი 50 000 დოლარი შეწირა. ცერემონიალზე პატრიარქი ფონდის თავმჯდომარის მოადგილის ვინაობას დაასახელებს.
უწმინდესის ინიციატივით, ნერგების დარგვაში მონაწილეობას მოსწავლეები მიიღებენ და ყოველ დარგულ ხეზე მათ 50 თეთრს გადაუხდიან.
ეროვნული სატყეო სააგენტოს ცნობით, ცერემონიალის დასრულების შემდეგ, კათოლოკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, “სილქროუდ ჯგუფისა” და “წინანდლის სახლმუზეუმის” თანადგომით, გერმანელი პიანისტის, ალისა სარა ოტის საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. კონცერტზე მოცარტის, ბრამსის და მუსორგსკის ნაწარმოებები შესრულდება.