ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა უმრავლესობასთან “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში 15:00 საათისთვის არის დაგეგმილი.
შეგახსენებთ, რომ პრემიერის შესაძლო შემცვლელებად მოქმედი მინისტრთა კაბინეტის წევრები სახელდებიან. როგორც გუშინ ჟურნალისტებთან საუბრისას უმრავლესობის დეპუტატმა ირინე იმერლიშვილმა განაცხადა, ერთ-ერთი კანდიდატურა შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია.
აღსანშნავია, რომ ცოტა ხნის წინ, “გურია ნიუსის” კითხვაზე იქნება თუ არა პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილმა დუმილით უპასუხა, რამაც ღარიბაშვილის გაპრემიერების ვერსია კიდევ უფრო გაამყარა. იმ შემთხვევაში, თუ პრემიერის პოსტს ღარიბაშვილი დაიკავებს, მის შემცვლელად – შს მინისტრად, ანზორ ჩუბინიძე მოიაზრება. თუმცა, უფრო დეტალურად, რა ცვლილებები იქნება მინისტრთა კაბინეტში ამაზე “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებს.