ამ დღეს ქართველმა ხალხმა თავისუფალი ნება გამოხატა და არჩევნები მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარდა.
ვულოცავ ბატონ გიორგი მარგველაშვილს ამ დამაჯერებელ და ღირსეულ გამარჯვებას!
ქართველი ხალხისათვის ეს არჩევნები სამართლიანი, წარმატებული და მშვიდობიანი ქვეყნის აღმშენებლობის საწინდარია _ ეს დიდი გამარჯვება სწორად გაკეთებული არჩევანის შედეგი იყო.
კიდევ ერთხელ ვულოცავ ახალ პრეზიდენტს გამარჯვებას და მომავალ საქმიანობაში წარმატებას ვუსურვებ!
კონსტანტინე შარაშენიძე,
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი
(R)