სატენდერო განცხადება უკვე განთავსდა კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე. მერია ავტობუსებზე 55 550 000 ლარის დახარჯვას გეგმავს.
სატენდერო განცხადების მიხედვით 30 ადგილიანი ავტობუსებში არანაკლებ ერთი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ეტლისთვის სპეციალურად გამოყოფილი იქნება სივრცე სათანადო სახელურებითა და გაჩერების მოთხოვნის ღილაკით, ეტლის სათანადო ადგილას დასამაგრებელი მოწყობილობით.
მერიის მოთხოვნით ავტობუსი აღჭურვილი უნდა იყოს ანტივანდალური ვიდეო მონიტორინგის სიტემით, რომლის გამოსახულების გამოტანა მძღოლთან არსებულ დისპლეიზე მოხდება.
ავტობუსს უნდა გააჩნდეს ძრავის განყოფილების ხანძრის შემჩნევის სისტემა და აღჭურვილი უნდა იყოს იოლად ხელმისაწვდომ ადგილას განთავსებული, არანაკლებ ორი ცეცხლმაქრით.