ათენში ქართველმა მეზღვაურებმა შეხვედრა გამართეს საბერძნეთის საზღვაო შემთხვევების ცენტრში, სადაც მათ მომხდარის თაობაზე გაესაუბრნენ.
საბერძნეთში საქართველოს საკონულო ქართველ მეზღვაურებს ე.წ. დასაბრუნებელ მოწმობებს გადასცემს, რითაც ისინი უახლოეს დღეებში საქართველოში დაბრუნდებიან. მეზღვაურებისთვის სამშობლოში დასაბრუნებელ ბილეთებს გემთმფლობელი კომპანია შეიძენს.
ეკიპაჟის კიდევ ერთი დაკარგული წევრის, გემის კაპიტნის სამძებრო სამუშაოები ეგეოსის ზღვაში გრძელდება. გუშინ შეწყდა ე.წ. სიღრმისეული სამძებრო სამუშაოები, რომელიც შემთხვევიდან 72 საათის განმალობაში ზღვის ფსკერზე მიმდინარეობდა. დღეს დილიდან კი მაშველებმა სამძერო სამუშაოები ზღვის ზედაპირზე გააგრძელეს.
სიერა-ლეონეს დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემის ჩაძირვის მიზეზებს კუნძლ როდოსის საზღვაო პორტის ადმინისტრაცია არკვევს.