“ბატონ ოთარ ფარცხალაძეს პირადად არ ვიცნობ, ერთხელ მყავს ნანახი და მთლიანად ვენდობი მომავალი პრემიერის არჩევანს. ჩვენ გვექნება ამის შესახებ საუბარი მომავალში, მაგრამ რაკი ის ენდობა ბატონ ფარცხალაძეს, მე არავითარი მიზეზი და საფუძველი არ გამაჩნია იმისათვის ,რომ მას არ ვენდო. წარსული საქმიანობიდან გამომდინარე ის პატარა შეხება, რაც ბატონ ფარცხალაძესთან ფინანსური პოლიციის საქმიანობის ფარგლებში მქონია, ყოველთვის პოზიტიური იყო.”
წულუკიანის თქმით, პროკურატურაში რეფორმების კურსის გაგრძელება აუცილებელიაა, თუმცა, მთავარი პროკურორის გადასაწყვეტია რომელ რეფორმას განახორციელებს.
“კარგი იქნებოდა თუ პირველი ნაბიჯები შეეხებოდა საკადრო პოლიტიკას. თუკი ბატონ ფარცხაალაძეს ეყოლებოდა თავისი კომპეტენტური გუნდი რომელიც ახალ სისხლს შეიტანდა მთავარ პროკურატურაში და შემდეგ მტკიცებულებებზე უკეთესად მუშაობას ვისურვებდი”.
წულუკიანის თქმით, პროკურატურას ბევრი ხარვეზი ჰქონდა, თუმცა არჩილ კბილაშვილის საქმიანობას მაინც დადებითად აფასებს.
“მე მინდა მას მადლობა ვუთხრა ძალიან რთულ პირობებში მუშაობისთვის.მე არ ვთვლი რომ რაიმეს არასწორად ან არასაკმარისად აკეთებდა, მას ჰქონდა ერთადერთი პრობლემა-უმძიმესი პირობები, რომელშიც ის მუშაობდა.ამიტომ მის საქმიანობის იმ ნაწილს, რომელმაც მისი განცხადების შემდეგ ბევრი კრიტიკა გამოიწვია თუნდაც პარლამენტარების მხრიდან, ჰქონდა მხოლოდ და მხოლოდ ობიექტური მიზეზები”.