მისი განმარტებით, ფინანსთა მინისტრთან შეხვედრა ყოველთვის უმრავლესობის ფორმატში ხდება და ამაში განსაკუთრებული არაფერია.
“კიდევ ერთხელ იქნება ბიუჯეტის განხილვა. არ გამოვრიცხავ, რომ კორექტირება ამ პერიოდში შეიძლება მოხდეს. ჩვენ მინისტრთან სამუშაო რეჟიმში გვექნება შეხვედრა მიმდინარე წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით, ასევე მომავალი წლის ბუჯეტზეც ვისაუბრებთ. როგორც შემოსავლებთან მიმართებაში, ასევე ხარჯვით ნაწილთან.
მაჟორიტარებს თავიანთ ოლქებთან დაკავშირებით ექნებათ შეკითხვები. რა თქმა უნდა, მიმდინარე წლის ფინანსურ მდგომარეობაზეც ვისაუბრებთ. პრინციპში, პასუხები მიღებული გვაქვს, ძალიან მკაფიო განმარტებები გაკეთდა, როგორც ფინანსთა მინისტრის ასევე, ეკონომიკის მინისტრის მხრიდან. არავითარი საგანგაშო არ ხდება. მოქალაქეებზე ნამდვილად არ აისახება.
ყველა გასაცემი პენსია, თუ სხვა სახის სოციალური ვალდებულებები, რომელიც სახელმწიფოს აქვს აღებული შესრულებული იქნება. ასე რომ, არანაირი პრობლემა მოსახლეობას ამ მხრივ არ ემუქრება,” _ განაცხადა მანანა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში, უმრავლესობის სხდომაზე ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურს ელოდებიან, რომელიც მიმდინარე და მომავალის წლის ბიუჯეტზე ისაუბრებს.