კომპანია “მოტოროლამ” აშშ-ს საპატენტო ბიუროში შეიტანა განაცხადი, რომელშიც აღწერილია “ელექტრონული ტატუ” მასში ჩამონტაჟებული მიკროფონით.
განაცხადში ლაპარაკია ტატუზე, რომელიც განთავსდება მომხმარებლის ყელზე, გააჩნია ანტენა, მიკროფონი და ელემენტი.
მიკროფონის დანიშნულებაა დააფიქსიროს ხორხის ვიბრაცია ლაპარაკის დროს და ინფორმაციის გადაიცემა მობილურ ტელეფონში.
ხელსაწყოს შემქმნელები განაცხადებენ, რომ ხმის მიღების ეს ხერხი გააქრობს ფონურ ხმაურს და მომხმარებლის თანამოსაუბრე ხმას უფრო სუფთად და გასაგებად მიიღებს.
ტატუზე, აგრეთვე, შესაძლებელი იქნება განთავსდეს ეკრანი და კანის რეაქციის განმსაზღვრელი, რომელიც განსაზღვრავს კანის დენგამტარობა. ეს უკანასკნელი, აგრეთვე, შეიძლება გამოდგეს, როგორც ტყუილის დეტექტორი.
განაცხადში არაა ნახსენები, თუ როგორ დაიტანს “მოტორალა” ადამიანზე ასეთი ტიპის ტატუს, მაგრამ ახლო წარსულში კომპანიამ “ტატუ” უწოდა თხელ, წელვად მოწყობილობას, რომელიც კანზე მაგრდებოდა, როგორც პლასტირი.