ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით 20 ნოემბერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის ბიუჯეტი პროექტი წარედგინება. ახალ ბიუჯეტში ა.(ა).ი.პ-ებზე უფრო ნაკლები დაფინანსებაა გამოყოფილი, ვიდრე წინა წელს იყო. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ავთანდილ სურგულაძე აცხადებს, რომ ა.(ა).ი.პ-ების ხელმძღვანელებზე არის დამოკიდებული შეამცირებს თუ არა საშტატო ერთეულს.
” 1 იანვარს ა.(ა).ი.პ-ების თანამშრომლებს ხელშეკრულების ვადა უმთავრდებათ, ვის გაუგრძელდება ხელშეკრულება და ვის არა, ეს თავად ა.ი.პ-ების ხელმძღვანელებმა უნდა გადაწყვიტონ.
ვერ გავუზარდეთ ბიუჯეტი აიპიებს, ჩვენ ვთხოვთ ხელმძღვანელებს, რომ მათ გადაწყვიტონ ვინ დარჩება სამსახურში და ვინ არა, ანუ ვინ არის მათთვის მნიშვნელოვანი. ფაქტიურად ყოველ წელს ხდებოდა ბიუჯეტის გაზრდა და ეს წელს არ მოხდა, აიპიების ხელმძღვანელებმა უნდა დაგეგმონ თავიანთი ბიუჯეტი, ასე რომ ა.ი.პიების ხელმძღვანელებზეა დამოკიდებული გადაწყვიტონ ვინ დარჩება სამსახურში და ვინ არა”. _ აცხადებს სურგულაძე.