“თქვენ ტყუით ბატონო ირაკლი. დაასახელეთ ერთი ფაქტი მაინც, როცა სააკაშვილმა ვინმეს ქონება ერთ ლარად გადასცა,” _ აღნიშნა ბარამიძემ.
უმცირესობასთან შეხვედრისას ღარიბაშვილს ხშირად მიუთითებდნენ ნეპოტიზმსა და სამინისტროებში მისი ახლობლების დანიშვნის შესახებ.
უმცირესობის დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა კი ნეპოტიზმის პრობლემა ახალი ხელისუფლების აქილევსის ქუსლად შეაფასა.
“ამ ხელისფლების ერთ-ერთი აქილევსის ქუსლი არის ნეპოტიზმი, რომელიც გამეფებულია სამინისტროებში, მუნიციპალიტეტებში და ა.შ. ჩემი კითხვა მდგომარეობს იმაში, რომ მიმართავთ თუარა რაიმე ხერხს ნეპოტიზმის როგორც კორუფციული მოვლენის აღმოსაფხვრელად?” _ მიმართა ლევან ბეჟაშვილმა ღარიბაშვილს.
“ამაზე არ შეიძლება სერიოზული პასუხი გასცე. თქვენი პარტიის წარმომადგენლები წლების განმავლობაში სხვადასხვა სამსახურებში საკუთარ ოჯახის წევრებს ასაქმებდნენ. ის თუ ჩემი ოჯახის 3-4 წევრი სადღაც მუშაობს და თქვენ ეს მიგაჩნიათ პრობლემად, მაშინ ძალიან რთულად გქონიათ საქმე. სქემები შეადგინეთ თქვენი გუნდის წევრების საქმიანობაზე. იმაზე როცა თქვენი პრეზიდენტი 1 ლარად აძლევდა ქონებას თავისი ოჯახის წევრებს. მე აბსოლუტურად თავისუფალი ვარ. არასდროს არაფერი დამიმალავს, მაგრამ თქვენ ყოველთვის მალავდით,” _ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.