“რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაუმჯობესებას, მათი ეფექტიანობის გაზრდას – ამ მიმართულებით მთავრობა გააგრძელებს მუშაობას და გააღრმავებს. იცით, რომ საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობას საქართველოში აქვს ძალიან დიდი კონტრიბუცია. აუცილებელია თავდაცვის შესაძლებლობების შემდგომი გაუმჯობესება, შეიარაღებული ძალების უფრო მობილურ და პროფესიულ, ნატოსთან თავსებად ძალებად გარდაქმნის გზით. ამ მიზნით საქართველოს მთავრობა შეიმუშავებს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიასა და წარმართავს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკას. ქვეყნის ინტერესებისა და საერთასორისო სამართლის პრინციპების გათვალისწინებით, მთავარ პრიორიტეტად რჩება, რა თქმა უნდა, თავდაცვის სამინისტროს დეპოლიტიზირებულ ორგანიზაციად შენარჩუნება. კიდევ უფრო გაიმიჯნება სამხედრო-სამოქალაქო ფუნქციები და გაუმჯობესდება სამხედრო სამოქალაქო კოორდინაცია. საომარ, სამშვიდობო და სტაბილიზაციის ოპერაციებში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერის მიზნით, ეროვნული შესაძლებლობების შემდგომი განმტკიცება მთავრობის პრიორიტეტი იქნება.
ასევე, ძირეული რეფორმა განხორციელდება სამხედრო და ომის ვეტერანების უფლებებისა და ინტერესების დაცვის მიზნით, რომელიც გაითვალისწინებს სოციალური დახმარების, პროფესიული რეკვალიპიკაციისა და დასაქმების კომპონენტებს. გაგრძელდება ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობის მექანიზმების ფარგლებში, მჭიდრო თანამშრომლობა და შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინება. გაღრმავდება პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობა, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში. საერთაშორისო მშვიდობასა და სტაბილურტობაში წვლილის შეტანის მიზნით საქართველო გააგრძელებს საერთაშორისო სამშვიდობო სტაბილიზაციის და კრიზისების მართვის ოპერაციებში მონაწილეობას,“ _ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.