აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, ქართველ მეზღვაურებს მიეცათ უფლება და შესაძლებლობა, რომ დასაქმდნენ ევროკავშირის ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავ გემებზე.
შეგახენებთ, რომ 2010 წლის ნოემბერში ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მიერ გაცემული მეზღვაურის კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატების აღიარების შეჩერების თაობაზე, რისი საფუძველიც გახდასაზღვაო სფეროში არსებული მძიმე მდგომარეობა (არასათანადო სწავლის დონე, არსებული საკანონმდებლო ხარვეზები, მეზღვაურთა სერტიფიკატების ფალსიფიკაციისაგან დამცავი ეფექტიანი მექანიზმების არარსებობა, ყალბი დიპლომების დამზადება და ა.შ.).
2010 წლის ევროკომისიის გადაწყვეტილება შეეხო დახლოებით 3700 ქართველ მეზღვაურს (მართვის და ექსპლუატაციის დონეები), რომელთა ყოველთვიური ხელფასები გემზე მუშაობისას მერყეობდა 1500$-დან 15000$-მდე. ამ გადაწყვეტილების შედეგად კი, აღნიშნულმა პირებმა დაკარგეს სამუშაო ადგილები.
“საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების მიერ, პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, გატარდა არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება. საქართველომ გააუმჯობესა მეზღვაურთა სწავლებისა და სერტიფიცირების სისტემა საკანონმდებლო ცვლილებების, სასწავლო პროგრამების განახლებისა და საზღვაო-სასწავლო დაწესებულებების მუდმივი მონიტორინგის გზით. 2012 წლის 16-25 ოქტომბერს ევროპის საზღვაო უსაფრთხოების (EMSA) სააგენტომ ქ. ბათუმში ჩაატარა სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და საზღვაო სასწავლო დაწესებულებების აუდიტი. მ.წ. 22 ნოემბრისევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კი, სწორედ ზემოხსენებული აუდიტის შედეგების შეფასების საფუძველზე იქნა მიღებული.
ქართველ მეზღვაურთა სერტიფიკატების აღიარება გულისხმობს, რომ საქართველოში არსებული მეზღვაურთა განათლების სისტემა სრულ შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან.საქართველოში ამჟამად 18000-ამდე მეზღვაურია რეგისტრირებული, რომელთა უდიდესი ნაწილიცხოვრობს აჭარის რეგიონში. შესაბამისად, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს აჭარაში დასაქმების მნიშვნელოვნად ზრდას.გარდა ამისა, გადაწყვეტილება დადებითად აისახება საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის იმიჯზე. მეზღვაურის პროფესია მსოფლიოში ერთ-ერთ წარმატებულ და მაღალანაზღაურებად პროფესიად ითვლება და შესაბამისად გაიზრდება მოთხოვნა როგორც ქართველი, ასევე, უცხოური სტუდენტების მხრიდან საქართველოში არსებულ საზღვაო სასწავლებლებში სწავლის გაგრძელებაზე.
იმედი გვაქვს, რომ საქართველო ღირსეულ ადგილს დაიკავებს გლობალურ საზღვაო ბაზარზე, როგორც კვალიფიციური მუშახელის მიმწოდებელი ქვეყანა.
აქვე, უნდა აღინიშნოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განსაკუთრებული წვლილი მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების სფეროში გატარებულ რეფორმებში,” _ ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.