https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რეგიონებად დაყოფა – მოკლე გზა სახელმწიფოს შემდგომი დანაწევრებისკენ

15:11; 25.11.2013
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

კოდექსის ავტორებს მიაჩნიათ, რომ რეფორმა აუცილებელია, რათა მოხდეს დეცენტრალიზაცია და საზოგადოების დაახლოება თვითმმართველობის ორგანოებთან; არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების ნაწილი კანონპროექტში არსებულ იურიდიულ თუ სხვა სახის პრობლემებზე საუბრობს და სვამს კითხვებს: სოფლისა და რაიონის თვითმმართველობების გვერდით მცირეტერიტორიან საქართველოს ესაჭიროება თუ არა ე.წ. რეგიონული მმართველობითი თუ თვითმმართველობითი რგოლი? “მუნიციპალიტეტთა რეგიონულ გაერთიანებასთან” წარმომადგენლობითი საბჭოს ფორმირებით ხომ არ იზრდება ჩენი სახელმწიფოს დეზინტეგრაციის რისკები?

ამ და სხვა საკითხებზე “გურია ნიუსი” პროფესორ ტარიელ ფუტკარაძეს ესაუბრა.

_ ბატონო ტარიელ, რა არის თქვენთვის მიუღებელი “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“კანონპროექტში და რა რეკომენდაციებს აძლევთ მთავრობას?

_ პირველ რიგში, არ მომწონს ამ კოდექსის ფორსირებული დამტკიცება (31.10.2013) საქართველოს მთავრობის მიერ; არ მომწონს იმიტომ, რომ ამ კოდექსში შემოტანილია, ერთი მხრივ, ე.წ. რეგიონული თვითმმართველობის ელემენტები, რომლებსაც არ ითხოვს “ევროპული ქარტია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, მეორე მხრივ კი, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში სრულიად ზედმეტია ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლის – ე.წ. გუბერნატორის – ინსტიტუტზე მსჯელობა, რამდენადაც, რწმუნებილი თუ გუბერნატორი მმართველობითი რგოლია და არა – თვითმმართველობითი, და, რაც მთავარია, ამ კოდექსში ტერმინოლოგიურად შეფუთულია საქართველოს სახელმწიფოს ახალი ტიპის მოწყობა – ე.წ. რეგიონული მოწყობა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას; კერძოდ, რაც არ უნდა უარყოს ბატონმა თენგიზ შერგელაშვილმა, რომ მისი კანონპროექტით შემოთავაზებული ე.წ. მუნიციპალიტეტთა რეგიონული გაერთიანება“ არ არის ფედერაციული ერთეული, ფაქტია, რომ “მუნიციპალიტეტთა რეგიონულ გაერთიანებას“ ჰყავს თავისი წარმომადგენლობითი ორგანო – მთავრობის მიერ დანიშნული გუბერნატორი – აღმასრულებელი ხელისუფლება თავისი სტრუქტურებით. საქართველოს მხარეებში ამგვარი ე.წ. ჰიბრიდული – ადმინისტრაციული საზღვრების მქონე მმართველობით-თვითმმართველობითი რგოლის – შექმნა არის მოკლე გზა საქართველოს ე.წ. რეგიონული მოწყობისაკენ. რეგიონული მოწყობა კი საქართველოს არსებულ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

არსებითია სხვა წახნაგიც: ე.წ. რეგიონული გაერთიანებების ერთი ნაწილის საზღვრები ემთხვევა ბოლო 200 წელიწადში საქართველოში ჩამოსახლებული ისეთი ეთნიკური უმცირესობის ანკლავს, სადაც, საბჭოეთის ენობრივი პოლიტიკის ინერციით მოსახლეობა დღემდე ვერ ფლოს საქართველოს სახელმწიფო ენას.

_ იქნებ ჩვენს მკითხველს განუმარტოთ საერთაშორისო ტერმინ “რეგიონის“ მნიშვნელობა…

_ სიტყვა-ფორმა “რეგიონი“ ბარბარიზმია; სრულიადაც არ არის საჭირო მისი ქართულ ენაში დამკვიდრება; აუცილებლობის შემთხვევაში ჩვენ გვაქვს შესანიშნავი ქართული სიტყვა: “მხარე“; რიგ შემთხვევაში გამოსადეგია, ასევე: “კუთხე“, “ხეობა“; რაც მთავარია, დასავლეთში ფართოდ გამოყენებული ტერმინი “რეგიონი“ ძირითადად გამოიყენება ადმინისტრაციული საზღვრების არმქონე გეოგრაფიულ-ეკონომიკური ტერიტორიის აღსანიშნავად, იხ., მაგ., კავკასიის რეგიონი, შავი ზღვისპირა რეგიონი… იშვიათადაა გამოყენებული ადმინისტრაციული საზღვრების მქონე სივრცის აღსანიშნავად; ევროპაში ასეთ შემთხვევაში გვაქვს ფაქტობრივი ავტონომიური მმართველობა. ჩვენი პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი (ოპოზიციაც, პოზიციაც) სწორედ მესამე მნიშვნელობით იყენებს ტერმინ “რეგიონს“; ამ ფონზე ვამბობ: არის მიზანმიმართული მცდელობა, საქართველოში შემოღებულ იქნას ე.წ. რეგიონული მმართველობა. ეჭვი მაქვს, რომ საქართველოში რეგიონალიზმის დამკვიდრების მცდელობა საქართველოს გარედანაა სტიმულირებული; მაგ., საქართველოს შესახებ ევროსაბჭოს ერთ-ერთი ოფიციალური განცხადების სათაური ასე ჟღერს: “ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატია საქართველოში“. ვფიქრობ, რომ “რეგიონული დემოკრატია“ ესაჭიროება ისტორიული ავტოქთონი უმცირესობებით დასახლებულ ქვეყნებს და არა – საქართველოს, სადაც ასეთი მოსახლეობა არ ცხოვრობს; აქტიური გეოპოლიტიკური ვექტორების გზაჯვარედინზე მყოფ საქართველოში ე.წ. რეგიონული გაერთიანებების დაკანონება სახელმწიფოს დეზინტეგრაციის რისკებს გაზრდის; კერძოდ, იმ განაპირა მხარეებში, რომლებშიც სახელმწიფო ენა ვერ ფუნქციონერებს, ე.წ. რეგიონული საბჭოები შეეცდებიან, სახელმწიფო ენად დააკანონონ სხვა ენა; საქართველოს დეოკუპაციამდე ამგვარი ქმედებები ქვეყნის დეზინტეგრაციის საფრთხეებს სერიოზულად გაზრდის.

_ 2013 წლის 22 ნოემბერს “ქორთიად მარიოტში“ კანონპროექტის განხილვისას ბატონმა თენგიზ შერგელაშვილმა განაცხადა, რომ “მუნიციპალიტეტების რეგიონული გაერთიანების“ მსგავსი წარმონაქმნები ევროპაში არსებობს და იქ არავითარ რისკებს არ შეიცავს…

_ ევროპის ქვეყნების – ბელგიის, საფრანგეთის, ჰოლანდიის… რისკები და საუკუნოვანი გეოპოლიტიკური დაპირისპირების ველში არსებული საქართველოს რისკები ერთი და იგივეა? მით უმეტეს, დღეს საქართველოს დიდი ნაწილი ოკუპირებულია… ჩვენი მეზობლები: რუსეთი, თურქეთი, ირანი… ძალიან ძლიერი გეოპოლიტიკური მოთამაშეები არიან; თავიანთი ინტერესები აქვთ სომხებს, აზერბაიჯანლებს… ათასი სხვა პრობლემაცაა საქართველოში, შესაბამისად, მიმაჩნია, რომ მცირე ტერიტორიის მქონე საქართველოს ნამდვილად არ სჭირდება რეგიონული თვითმმართველობები თუ ე.წ. ჰიბრიდული მმართველობები. “თვითმმართველობების შესახებ ევროპული ქარტია“ შესანიშნავი დოკუმენტია; ის ითხოვს სოფლისა და რაიონის დონეებზე რეალური თვითმმართველობების ამოქმედებას და არა – ე.წ. რეგიონულ თვითმმართველობისა თუ მმართველობის შემოღებას. თუ ჩვენ გვინდა თვითმმართველობაში დავამკვიდროთ ევროპული პრინციპები, სრულიად საკმარისია, სოფლის ანუ თემისა და რაიონის თვითმმართველოები გავაძლიეროთ.

2013 წლის 31 ოქტომბერს მთავრობის მიერ დამტკიცებული “თვითმმართველობის კოდექსით“ შემოთავაზებული ე.წ. ჰიბრიდული რეგიონული ხელისუფლების დამკვიდრება ეწინააღმდეგება ევროპულ ქარტიას; სინამდვილეში ეს არის გზა რეგიონალიზაციისკენ… მავანი შეეცდება, ამ გზის აუცილებლობა აფხაზეთის საკითხის მოგვარების პერსპექტივით ახსნას; მათ ფიგურალურად ვუპასუხებ: არც ერთი ნორმალური ექიმი ერთი მოტეხილი კიდურის მკურნალობას არ იწყებს მეორე კიდურის მოტეხით… აფხაზეთსა და ცხინვალის მხარეში საქართველოს გარედან ინსპირირებული კონფლიქტების მოსაგვარებლად არ არის საჭირო საქართველოს სხვა კუთხეების ავტონომიზაცია… ფაქტია ისიც, რომ ბოლო 20 წელში მიზანმიმართულად და თანამიმდევრულად ჩვენს ქვეყანას თავს ახვევენ რეგიონალიზაციას…

_ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საქართველოში ე.წ. სამხარეო მმართველობები შევარდნაძის დროს შემოიღეს… რით განსხვავდება არსებული მოდელი შევარდნაძის მოდელისგან?

_ 1995 წელს შევარდნაძემ თავისი მმართველობის გასაძლიერებლად არაკანონიერად შემოიღო არაკონსტიტუციური სამხარეო მმართველობითი რგოლი – პრეზიდენტის რწმუნებული, რომელიც დააკანონა 1997 წელს. პრეზიდენტმა სააკაშვილმა უფრო გააძლიერა სამხარეო მმართველობითი რგოლი, ამჟამინდელი ხელისუფლება კი ამ კოდექსით ცდილობს, მას დაუმატოს თვითმმართველობითი კომპონენტი – მუნიციპალიტეტებში არჩეული დეპუტატების მიერ შექმნილი რეგიონული საბჭო, რომელსაც გარკვეულწილად უქვემდებარებს გუბერნატორს – ცენტრალური ხელისუფლების მიერ დანიშნულ თანამდებობის პირს; ვფქირობ, იქმნება მუდმივი წინააღმდეგობის შემცველი ე.წ. ჰიბრიდული მმართველობა, რომელიც მეტად სახიფათოა საქართველოს იმ კუთხეებში, სადაც სახელმწიფო ენა არ ფუნქციონირებს და იქაც, სადაც ძლიერია მეზობელი ქვეყნების გავლენა თუ ზეწოლა. ხაზგასმით ვამბობ: “მუნიციპალიტეტთა რეგიონული გაერთიანებების“ დამკვიდრებით ტერმინოლოგიური შეფუთვით მკვიდრდება ფაქტობრივი რეგიონული მოწყობა თვითმმართველობის ელემენტებით! გეოპოლიტიკური დაპირისპირების ეპიცენტრში არსებული და ოკუპირებული საქართველოსთვის ეს ძალიან სახიფათოა! შესაბამისად, აუცილებელია, ეს კანონპროექტი ფართო განხილვის საგნად იქცეს. უნდა აღნიშნოს, რომ კანონში დადებითი მომენტებიც არის, მაგრამ ამის გამო სახიფათო რისკებს თვალი არ უნდა ავარიდოთ.

_ “კოდექსის“ განხილვისას თქვენ ისაუბრეთ თვითმმართველობისა და რეგიონული ენების შესახებ ქარტიების მიმართებებზე; მათ შორის კავშირი უარყო მთავრობის წარმომადგენელმა…

_ ვიდრე ამ თემას გავშლიდეთ, აღვნიშნავ, რომ კოდექსის ბოლო ვარიანტიდან ამოღებულია მუხლი, რომელიც აკანონებს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში საქმისწარმოების ენა უნდა იყოს სახელმწიფო ენა. წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები ლოგიკური არ არის… ვფიქრობ, რომ იმ რაიონებში, რომლებშიც მოსახლეობა ვერ ფლობს სახელმწიფო ენას, არსებული პრობლემები მომავალში უფრო გართულდება; მით უმეტეს, სომხეთისა თუ რუსეთის ხელისუფლებები დღენიადაგ ითხოვენ, ასეთ პირობებში დაკანონდეს ე.წ. რეგიონული ენები “ევროპული ქარტიის“ პრინციპების შესაბამისად. არ მოვერიდები კატეგორიულობას და ვიტყვი:

საქართველოს დეოკუპაციამდე და საქართველოს ყველა მხარეში სახელმწიფო ენის ფუნქციონირების აღდგენამდე საქართველომ რატიფიკაცია არ უნდა გაუკეთოს “რეგიონული ენების შესახებ ევროპულ ქარტიას“; გარდა ამისა, რეგიონული ენებისა და რეგიონული თვითმმართველობების დამკვიდრების მცდელობა რომ გარკვეულწილად ერთმანეთს მოიცავს, ბრმისთვისაც კი ნათელია, რამდენადაც ნებისმიერი თვითმმართველობითი თუ მმართველობითი ორგანოს სტრუქტურები რომელიღაც ენაზე ფუნქციონირებენ და ეს განსაზღვრული უნდა იყოს შესაბამის საკანონმდებლო აქტებში. ჩემი აზრით, თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტია და რეგიონული ენების ქარტია, ადამიანთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით, ერთი ფურცლის ორი გვერდია, ეს თუ ვინმემ არ იცის, მისი პრობლემაა. აქვე აღვნიშნავ, რომ დასახელებული ორივე კანონი დიდებული დოკუმენტია, მაგრამ რატომღაც ჩვენთან მიზანმიმართულად ხდება ამ ქარტიების არსის დამახინჯება და არასწორი ინტერპრეტაციების თავსმოხვევა. ეს არცოდნის გამო ხდება თუ ვიღაცის დავალებით, ამაზე პატივცემულმა მკითხველმა იფიქროს.

_ თუკი პარლამენტის მიერ კოდექსი უცვლელად დამტკიცდება, ისეთივე სავალალო შედეგები ხომ არ გვექნება, რომლებიც გამოიწვია წინა ხელისუფლების მიერ შექმნილმა ე.წ. ზემო აფხაზეთმა და მის მიერვე ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღდგენამ?

_ სააკაშვილის ხელისუფლებამ ზემო აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიული ორგანოების შექმნით საბაბი მისცა რუსეთს, რომ გაეფართოვებინა ოკუპირებული ტერიტორიის საზღვები. მუნიციპალიტეტთა რეგიონული გაერთიანება დღეს შეიძლება სახიფათოდ არ ეჩვენება ჩემს ძველ კოლეგას – ბ-ნ ირაკლი მელაშვილს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ დღეს თუ არა ხვალ ე.წ. რეგიონული საბჭოები სახიფათო გახდება ოკუპირებულ და მყიფე სახელმწიფოობრიობის მქონე საქართველოში, რომლის სხვადასხვა კუთხეში ძალიან ძლიერია გეოპოლიტიკური ამბიციების მქონე სხვადასხვა ქვეყნის გავლენები.

_ სამცხე-ჯავახეთს გულისხმობთ?

_ არა მხოლოდ. ვფიქრობ, ჯავახეთშიც, აჭარაშიც და საქართველოს სხვა განაპირა კუთხეებშიც არის ალბათობა, იმდენად გაძლიერდეს მეზობელი ქვეყნების ზეწოლა, რომ დეზინტეგრაციული პროცესები შეუქცევადი გახდეს; შესაბამისად, საქართველოს დანაწევრების მოსურნე ძალებს ე.წ. რეგიონული საბჭოების სახით ახალი ინსტრუმენტი არ უნდა მივცეთ, მით უმეტეს, ოფიციალურად ამას არ გვთხოვენ ევროპული სახლის არქიტექტორები… კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ:

ევროპისკენ მსწრაფავ საქართველოს სახელმწიფოს აუცილებლად ესაჭიროება თემისა/სოფლისა/ და რაიონის რეალური თვითმმართველობის დამკვიდრება, მაგრამ მცირე ტერიტორიის მქონე ქვეყნისთვის სრულიად ზედმეტია და, ამავე დროს, გაუმართლებელი რისკების შემცველია, ე.წ. რეგიონულ დემოკრატიაზე ოპერირებით რეგიონული წარმომადგენლობითი საბჭოების დამკვიდრება; მეტიც, მიმაჩნია, რომ საერთოდ გასაუქმებელია ე.წ. რეგიონული მმართველობაც და თვითმმართველობაც, სრულიად ზედმეტია გუბერნატორის ინსტიტუტი! კავკასიის რეგიონის რთული გეოპოლიტიკური პროცესების კონტროლის მიზნით, საქართველოს რამდენიმე განაპირა მხარეში თუკი იარსებოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელის აპარატი, მაქსიმუმ, 3-კაციანი შტატით, სრულიად საკმარისი იქნება.

_ თუკი მაინც შექმნიან ე.წ. რეგიონულ საბჭოებს და მოვლენები ცუდი სცენარით განვითარდება, პასუხისმგებლობა ვის დაეკისრება?

_ რა თქმა უნდა, ამჟამად არსებულ, ამ კოდექის მიმღებ ხელისუფლებას. აქვე აღვნიშნავ, რომ “ქორთიარდ მარიოტში“კანონპროექტის განხილვისას ბატონმა ირაკლი მელაშვილმა განაცხადა, რომ ე.წ. სამხარეო მოწყობა და პრეზიდენტის რწმუნებულების ინსტიტუტი დააკანონა წინა ხელისუფლებამ და ამაზე პასუხისმგებლობას ამჟამინდელი მთავრობა ვერ აიღებს… ბატონ ირაკლის ასე ვუპასუხებ: წინა ხელისუფლებების მიერ თუკი ცუდი რამ გაკეთდა, აუცილებელია ამ ცუდის გამოსწორება და არა – “ცუდად გაჭრილი კალაპოტის“ გაღრმავება სამხარეო მმართველობაზე ე.წ. რეგიონული წარმომადგენლობითი საბჭოების დამატებით. უმჯობესია, დე იურე სრულიად გავაუქმოთ ე.წ. გუბერნატორის ინსტიტუტიც და სხვა სამხარეო სტრუქტურებიც! მცირემიწიან საქარტველოს არ ესაჭიროება ამდენი მმართველობითი თუ თვიტმმართველობითი რგოლი! ვიმეორებ, საკმარისია, რეალური თვითმმართველობა ჰქონდეს სოფელსა და რაიონს, ხოლო პრობლემურ მხარეებში პრემიერ-მინისტრმა დანიშნოს წარმომადგენელი 3-კაციანი აპარატით… “მარიოტში“ დისკუსიისას ბატონმა ირაკლი მელაშვილმა განაცხადა, რომ არც მას “ეხატება გულზე“ გუბერნატორის ინსტიტუტი და მხარს დაუჭერს კონსტიტუციიდან ამ მმართველობითი რგოლის ამოღებას…

_ რა მოლოდინი გაქვთ, საქართველოს პარლამენტი რამდენად გაითვალისწინებს ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნებს მთავრობის მიერ მოწონებული კოდექსის განხილვისას?

_ როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში, ასევე, უმცირესობაში “კოდექსს“ მომხრეებიც ჰყავს და მოწინააღმდეგეებიც; ცოტათი მამშვიდებს ის, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში მყოფი ჩემი მეგობრებიც თვლიან, რომ “კოდექსის“ მე-7 კარი /“მუნიციპალიტეტთა რეგიონული გაერთიანების“ შესახებ/ სახელმწიფოს დეზინტეგრაციის რისკებს შეიცავს… არ გამოვრიცხავ, წარმოდგენილი “კოდექსის“ განხილვა გახდეს საფუძველი, პოლიტიკურ სპექტრში ახალი კონფიგურაციით მკაფიოდ გაიმიჯნონ ნეო თუ ფსევდოლიბერალურად და ეროვნულ-სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსები. იმედი მაქვს, პარლამენტის შესაბამის კომიტეტში მოეწყობა ფართო განხილვა, შედგება კონსენსუსი და “თვითმმართველობის კოდექსიდან“ ამოღებულ იქნება მუხლები, რომლებიც ითვალისწინებს ე.წ. რეგიონული საბჭოების შექმნას.

(R)

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

რა დარღვევები იქნა აღმოჩენილი უფასო სასადილოში აუდიტის მიერ

"ოცნების" დეპუტატი ნარმანიას მერობის კანდიდატად დასახელებას უარყოფითად აფასებს

ყველა სიახლე

ფეისბუქსტატუსები

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026
პოლიტიკა

მარატ კამბოლოვი: სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან სატრანზიტო გზისთვის მზად არ არის

12:24; 13.09.2026
პოლიტიკა

პროფესიული განათლების კრედიტები უმაღლეს სასწავლებლებში ჩაითვლება – მთავრობა ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს

11:45; 13.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია სამი მოქალაქე

11:25; 13.09.2026
სამართალი

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

11:02; 13.09.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

10:57; 13.09.2026
პოლიტიკა

ჯანდაცვის სამინისტრო: საქართველო B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით ოქროს დონის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება

10:46; 13.09.2026
სამართალი

მრავალსართულიანი კორპუსის აივნის მოაჯირი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

10:13; 13.09.2026
მსოფლიო

ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

10:01; 13.09.2026
ზაფრანი

რომელ 2 ნიშანს ელოდება დიდი ცვლილებები ხანგრძლივი სტრესული პერიოდის შემდეგ? – ასტროლოგების პროგნოზი

9:44; 13.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

8:50; 13.09.2026
სამართალი

ბრალდებული ექიმი, რომელსაც სასამართლომ 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა, გათავისუფლდა

21:06; 12.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

19:52; 12.09.2026
სამართალი

სასამართლომ ახმეტის სამედიცინო კლინიკის ნევროლოგს, მაია კოხტაშვილს 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

17:30; 12.09.2026
სამართალი

ზღვაში ახალგაზრდა ქალის ცხედრის პოვნის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

14:32; 12.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026
0

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო