“არსებობს კითხვები, რომლებზეც პასუხი ჯერ-ჯერობით ვერ მივიღე. მაგალითად, დეცენტრალიზაციის შემთხვევაში, კანონში წერია, რომ 10 000 მოსახლეზე შეიქმნება თითო მუნიციპალიტეტი. ეს თუ ასე მოხდება, მაშინ ლანჩხუთში 4 მუნიციპალიტეტის ჩამოაყალიბებას გამოიწვევს. ჩემთვის გაუგებარი ამ გაერთიანებული მუნიციპალიტეტის ცენტრი სად უნდა იყოს, რა პრინციპით მოხდება ბიუჯეტის გადანაწილება. კოდექსში პრაქტიკულად არაფერი წერია არჩევის წესზე. თუ როგორ ხდება საკრებულოს არჩევა, რა პრინციპით, რა უფლებამოსილებების დელეგირება მოხდება ადგილებზე. უბრალოდ იდეაში ადვილი სათქმელია დეცენტრალიზაცია, მაგრამ ამის განხორციელებაა მთავარი.
ვეჭვობ რომ, თავად იდეიის ავტორები არ არიან ბოლომდე გარკვეულები და გარკვეულ ექსპერიმენტს აქვს ადგილი. კითხვები ამ მოდელთან დაკავშირებით უმრავია და კარგი იქნებოდა თუ ამ თემაზე საუბარი “შერატონ მეტეხი პალასს” გაცდება. ადგილებზე ინებებენ ჩამოსვლას კანონპროექტის ავტორები. იგივე, ჩვენ მუდმივად გვესმოდა დღევანდელი ხელისუფლების მაშინდელი ოპოზიციის კრიტიკა გუბერნატორის ინსტიტუტზე, ზოგი საერთოდ გაუქმების მომხრეც იყო, მაგრამ ახლი კანონის მიხედვით ეს ინსტიტუტი პრემიერის ქვემდებარე გახდა და გაძლიერება იგეგმება. მოკლედ, სანამ ამ კანონის საბოლოო დამტკიცება მოხდება პარლამენეტში, მანამდე უნდა მოხდეს მისი ყველა დონეზე განხილვა”, _ თქვა ჩვენთან საუბრის დროს კახა ასკურავამ.
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესამსახურის უფროსის, მაგდა პოპიაშვილის განცხადებით, თვითმმართველობის კოდექსის პროექტის განხილვები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში აქტიურად მიმდინარეობს და ეს გაგრძელდება კიდევ.
“ჩვენ ვიყავით ოზურგეთში, სადაც დიდი შეხვედრა შედგა. ყველას მიეცემა იმის საშუალება, რომ თავისი მოსაზრება დააფიქსიროს ახალი კოდექსის პროექტთან დაკავშირებით”, _ გვითხრა მაგდა პოპიაშვილმა.


































































