საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, “შვეიცარიასა და საქართველოს შორის ვიზების გაცემის პროცედურების გამარტივების შესახებ” 2013 წლის 13 სექტემბერს ხელმოწერილი შეთანხმების ძალაში შესვლის მიზნით, საქართველომ და შვეიცარიამ დაასრულეს შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები. შეთანხმება ძალაში 2014 წლის 1 იანვრიდან შევა.
შეთანხმება მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეებისათვის შვეიცარიის ტერიტორიაზე მიმოსვლისთვის ხელსაყრელი პირობების შემოღებას, ასევე, სავიზო მოსაკრებლის ოდენობის, მრავალჯერადი ვიზის გაცემის, ვიზის განაცხადის განხილვის და ვიზის გაცემასთან დაკავშირებულ სხვა პროცედურების დარეგულირებას.
გარდა ამისა, შეთანხმების თანახმად, დიპლომატიური პასპორტის მფლობელ პირებს შეუძლიათ ვიზის გარეშე შევიდნენ, დატოვონ და ტრანზიტით გაიარონ შვეიცარიის ტერიტორია.