ასევე, ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ სოფლის მეურნეობა ხელისუფლების რეალური პრიორიტეტია და ყველა პროექტი, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს დარგის განვითარებისთვის მაქსიმალურ ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
ბიზნესდელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, რომ საქართველო ბავარიული მხარისთვის პერსპექტიულ პარტნიორად განიხილება.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ბავარიული საწარმოები დაინტერესებულნი არიან საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობით. თანამშრომლობის დიდი ინტრესი არსებობს სოფლის მეურნეობის სფეროში.
საქართველოში დელეგაციის ვიზიტი ბავარიის ეკონომიკის, მედიის, ენერგეტიკის და ტექნოლოგიების სამინისტროს მიერ არის ორგანიზებული. ბიზნესმენთა ვიზიტი საშუალებას მისცემს დაინტერესებულ ადგილობრივ ბიზნესმენებს საქმიანი ურთიერთობა დაამყარონ ბავარიელ კოლეგებთან.