უმცირესობის დეპუტატი აქვე აღნიშნავს, რომ შედარებით დაბალანსებულ ინფორმაციას, საზოგადოებას ტელეკომპანია “მაესტრო” აწვდის.
“ხელისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიზანმიმართულ დაქვემდებარებას ასრულებს. ეს გამოიხატებოდა, ჯერ ყოფილი პრემიერის განცხადებაში როდესაც მან, განაცხადა რომ “მეცხრე არხი” და “საზოგადოებრვი მაწუყებელი” უნდა შეერთებულიყო. შემდეგ იმაში, რომ მიიღეს კანონი, რომლითაც სხვა ბევრ პრობლემასთან ერთად გაჩნდა ის პრობლემა რომ თვითონ საბჭო გახდა ნაკლებად ქმედუნარიანი. ზეწოლები განხორციელდა. რამდენიმე ადამიანმა დატოვა საბჭო. ახლა კი აცახდებენ კონკურსს, რომელიც 2 თვის შემდეგ უნდა ყოფილიყო. ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკა, რომლითაც საზოგადობერივი მაუწყებლის დაქვემდებარება უნდათ, რომელიც არ წაადგება ჩვენს დემოკრატიას და არ იქნება მიმართული, დემოკრატიული პროცესების განვითარებისკენ . ვფიქრობ საზოგადოებრივი მაწუყებელი, 1 ოქტომბრის მერე ასრულებდა თავის მოვალეობას. ის იყო შემაფერხებელი ფაქტორი და საკმაოდ კრიტიკული იყო უმრავლესობის გადაჭარბებული ძალაუფლების მიმართ. ახლა ის ასრულებს, ნაკლებად ამ ფუნქციას. მე როგორ მახსოვს მაესტრო არის გაცილებით დაბალანსებული ვიდრე სახოგადოებრივი მაუწყებელი 1 ოქტომბრამდე”, _ განაცხადა სერგო რატიანმა.
შეგახსენებთ რომ, პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის 27 ოქტომბრის ბრძანებით, “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს 9 წევრის შესარჩევად ღია კონკურსი გამოცხადდა.