აღნიშნულმა პირებმა 25 ნოემბერს, 19 საათზე, სადახლოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტში “მაკაროვი”-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს სამი პირი: მერაბ კალანდაძე, დილარ მუკბანიანი და გიორგი ფირანიშვილი. თავდამსხმელები ორი ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ და შემთხვევის ადგილიდან მიმალვას შეეცადნენ.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ბრალდებულები მომხდარიდან რამდენიმე წუთში ავტომაგისტრალზე დააკავეს. ამოღებულია “მაკაროვი”-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი.
დაჭრილები შემთხვევის ადგილიდან მარნეულში, “ჯეო–ჰოსპიტალში” გადაიყვანეს. ორი მათგანი: ბიზნესმენი მერაბ კალანდაძე და გიორგი ფირანიშვილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალნენ. მოკლულები დღეს დააკრძალეს.
გავრცელებული ვერსიით მკვლელობის მოტივი შურისძიებაა, რაც ციხეში დაწყებულ კონფლიქტს უკავშირდება. გიორგი ფირანიშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინ სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდა, მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე ვაკეში მომხდარ სისხლიან გარჩევაში მონაწილეობდა, რა დროსაც ერთ-ერთი ახალგაზრდა დაიჭრა.
დაუდასტურებელი ვერსიით ფირანიშვილი დაპირისპირებულ ჯგუფის მხრიდან შურისძიებას ელოდა და სომხეთში გადასვლას მამის მეგობრის მერაბ კალანდაძის მანქანით შეეცადა, თუმცა ინფორმაციამ გაჟონა. კალანდაძის მანქანას ჩაუსაფრდნენ და ცეცხლი გაუხსნენს. ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, მანქანიდან გადმოსულ კალანდაძეს ჯერ პიტოლეტიდან ესროლეს, შემდეგ კი ავტომანქანით გადაუარეს.