კლუბის წარმომადგენლებმა ჩვენთან საუბრის დროს განაცხადეს, რომ აქციის მიზანი იყო ზამთრის წინა პერიოდში სოციალურად დაუცველი ოჯახების თბილი ტანსაცმლით მომარაგება. აქციის ფარგლებში თბილი სამოსის შეგროვება გენდერული თანასწორობის კლუბმა 2013 წლის ოქტომბერში დაიწყო.
აქციაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლო. სამიზნე ოჯახები შეირჩა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თემების რწმუნებულების რეკომენდაციების საფუძველზე.
შეგროვებული სამოსით გენდერული თანასწორობის სამოქალაქო კლუბი, ქალაქ ოზურგეთისა და მისი მიმდებარე ხუთი სოფლის (ნარუჯა, ნასაკირალი, ბაილეთი, ლაითური და ბოხვაური) მაცხოვრებელ 17 ოჯახს დაეხმარება თბილი ტანსაცმლით.
გენდერული თანასწორობის სამოქალაქო კლუბი დაფუძნებულია ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრთან და წარმოადგენს საზოგადოებრივ საწყისებზე შექმნილ არარეგისტირებული კავშირს.