როგორც ნანუაშვილმა განაცხადა, მას ესმის, რომ კომისიის შექმნას ძალიან ბევრი სირთულე აქვს და არსებობს სერიოზული რისკები, თუმცა ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა შესთავაზოს საზოგადოებას და პირველ რიგში უკანონობის მსხვერპლ ათასობით ადამიანს რაღაც მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც მათი განაჩენების გადახედვა მოხდება.
ამასთან დაკავშირებით სახალხო დამცველი უახლოეს მომავალში სპეციალურ განცხადებას გააკეთებს სადაც ომბუდსმენი მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ აღნიშნული კომისიის შექმნის გადადება დაუშვებელია.
“ჩვენ ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაღაც ფორმით ეს კომისია შეიქმნას, ამუშავდეს. იქ შეიძლება იყოს ბევრი განსხვავებული აზრი, მაგრამ ზოგადად ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს. ამის გაჩერება, ჩემი აზრით, დაუშვებელია”, _ განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
































































