“ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ ეხება ოჯახის წევრებს. შესაძლოა ოჯახში ერთს ჰქონდეს ასეთი შემოსავალი და არ მიიღოს იმ თვეში დევნილის შემწეობა, ეს არ ვრცელდება ოჯახის დანარჩენ წევრებზე”, _ განაცხადა დარახველიძემ.
ამასთან, როგორც დარახველიძემ აღნიშნა, დევნილის სტატუსის მინიჭების ძველი წესი შენარჩუნდება.
“იმ ახალშობილებსაც, რომლებიც ახლა დაიბადებიან, შეუნარჩუნდებათ დევნილის სტატუსი, თუნდაც ერთი მშობელი ჰყავდეთ დევნილი”, _ განაცხადა დარახველიძემ.





























































