https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“სასოფლო თემების კიდევ უფრო გამსხვილება დაუძლეველი ამოცანა იქნება”

14:11; 29.11.2013
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

“საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის” მხარდაჭერით, ამომრჩეველთა საინიციატოვო ჯგუფმა ალტერნატიული კანონპროექტი დაარეგისტრირა საქართველოს პარლამენტში და აგროვებს ხელმოწერებს მისი ინიცირებითვის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

სამთავრობო პროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ თვითმმართველობის რეფორმის შედეგად გაიზრდება თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა და დღეს არსებულ ხუთ თვითმმართველ ქალაქთან ერთად, ეს სტატუსი დამატებით ცამეტ ქალაქს მიენიჭება. თვითმმართველი ქალაქების მიმდებარედ ჩამოყალიბდება თემები, რომლის ბაზაზეც მუნიციპალიტეტები ფორმირდება. თვითმმართველი ერთეულების _ ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მმართველი რგოლები არჩევითი იქნება.

გუბერნატორის ინსტიტუტი უცვლელი რჩება, თუმცა, პარალელურად, შეიქმნება კოლეგიალური ორგანო, რომელშიც წარმოდგენილი იქნებიან მუნიციპალიტეტების საკრებულოების წევრები და ეს ორგანო ჩართული იქნება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მხარის/რეგიონის დონეზე.

როგორც რეფორმის ინიციატორები განმარტავენ, კოდექსით ასევე განსაზღვრულია სოფლებში საზოგადოებრივი საბჭოების შექმნა, რაც სოფლების მცხოვრებთა საჭიროებების გამოვლენას და მათ გადაწყვეტას ხელს შეუწყობს.

“საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი, ევროპის საბჭოს ადგილობრივი თვითმმართველობის ქარტიის დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის წევრი დავით მელუა მიიჩნევს, რომ ამ კოდექსის პროექტთან მიმართებაში, მთელი რიგი იურიდიული პრობლემები არსებობს; მათ შორის, რამდენიმე პრინციპული საკითხია, რომლებიც ევროპულ ქარტიასთან წინააღმდეგობაში მოდის, თანაც, აუარესებს საქართველოში არსებულ ადგილობრივი თვითმმართველობის მდგომარეობას:

_ პირველი ასეთი საკითხი მუნიციპალიტეტთა რეგიონული გაერთიანება და ე.წ. გუბერნატორებია. გუბერნატორი საქართველოს მთავრობის მიერ ინიშნება, მას ემორჩილება და მთავრობის პოლიტიკას ახორციელებს; ის არ არის თვითმმართველობის ორგანო. როცა კოალიცია “ქართული ოცნება” მოვიდა, მის წინასაარჩევნო პროგრამაში ეწერა, რომ გუბერნატორის ინსტიტუტი გაუქმდებოდა; ახლა, გუბერნატორის ინსტიტუტი არა თუ უქმდება, შემოდის თვითმმართველობის კოდექსში და ენიჭება ფუნქცია თვითმმართველობასთან მიმართებაში. როგორ წარმოგიდგენიათ, თუ გუბერნატორი ამდენ ხანს, როცა კანონით ეს უფლებები არ ჰქონდა მინიჭებული მაინც პრობლემა იყო, კანონი რომ უფლებას მისცემს, რას გააკეთებს?! ყველა ის უკანონობა, რასაც ამდენ ხანს ჰქონდა ადგილი, ახლა კანონში იწერება. არ ვიცი, როგორ უნდა გაგიძლოს კაცს შუბლის ძარღვმა, რომ ეს დემოკრატიულ მიღწევად გაასაღო! კონსტიტუციაში გუბერნატორი, რა თქმა უნდა, ჩაწერილია, როგორც ცენტრალური ხელისუფლების ტერიტორიული ორგანო და არა როგორც თვითმმართველობის ხელმძღვანელი. შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში გუბერნატორის შემოტანა იგივეა, მწნილის რეცეპტი ტელეფონების წიგნში რომ ჩაწერო.

_ თქვენ თვლით, რომ გუბერნატორის ინსტიტუტის თვითმმართველობის სისტემაში შემოტანით, ხელისუფლება მართვას და კონტროლს აძლიერებს?

_ დიახ, ეს კოდექსი, ფაქტობრივად, არის ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული მმართველობის კანონი, რითაც სახელმწიფო მმართველობა შემოდის ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში და ხდება არა დეცენტრალიზაცია, არამედ, ცენტრალიზაცია. თუ ცენტრალური ხელისუფლების მიერ დანიშნული გუბერნატორი თვითმმართველობის კოორდინაციის ფუნქციას კანონიერად შეითავსებს, ასეთ შემთხვევაში, იქ თვითმმართველობა ყოველთვის დაჩაგრული იქნება. მით უმეტეს, რომ რაიონებს დაშლიან და წვრილი ერთეულები შეიქმნება, სადაც იქნება არჩეული მერი, რომელსაც ზემოდან, ადმინისტრაციული ვერტიკალის სახით, გუბერნატორი და საქართველოს მთავრობა ეყოლება. თუ ეს ასე არ არის, მაშინ გააგზავნოს შერგელაშვილმა და ნარმანიამ ეს კანონპროექტი ვენეციის კომისიაზე და რა დასკვნა მოვა იქედან, ვნახოთ. ვენეციის კომისიაში სამინისტროს ეს კანონპროექტი არ გაუგზავნია და როგორც ვიცი, არც აპირებენ გაგზავნას, რადგან ვენეციის კომისიას ეს კანონპროექტი ვერ გაივლის.

_ გუბერნატორის ინსტიტუტის გარდა, კიდევ რა პრობლემას ხედავთ ამ კანონპროექტში?

_ თუ საქართველოში ვინმეს თვითმმართველობის განვითარება და საზოგადოებასთან ახლოს მიტანა უნდა, მაშინ თვითმმართველობა იმ ერთეულებს უნდა დაუბრუნოს, საიდანაც ის 2006 წელს წაიღეს – სოფელს, თემს და ქალაქს. ამ კანონპროექტით კი, მოსახლეობას შორის დისკრიმინაცია ხდება. მაგალითად, თუ ქალაქ ოზურგეთის მცხოვრებს უნდა ჰქონდეს თვითმმართველობა თავის დასახლებაში, სოფელ ძიმითის ან სოფელ ნაგომრის მცხოვრებს რატომ არ უნდა ჰქონდეს თვითმმართველობა თავის დასახლებაში?!

კანონპროექტით გათვალისწინებულია, რომ თვითმმართველობა ავტომატურად ენიჭება იმ ქალაქს, სადაც 15 ათასზე მეტი მცხოვრებია. წყალტუბოში 15 800 კაცი ცხოვრობს, ბორჯომში _-14 550; 450 კაცი აკლია თვითმმართველობის სტატუსამდე და ამის გამო, საქართველოს მოქალაქეს ქალაქ ბორჯომში სხვა უფლებები აქვს და წყალტუბოში _ სხვა? ან ოზურგეთში რომ 2014 წელს აღწერა ჩავატაროთ და არ აღმოჩნდეს 15 ათასი კაცი, წაართმევენ ქალაქს თვითმმართველ სტატუსს და სასოფლო თემში შეიყვანენ?

მეორე საკითხი, მაგალითად, ოზურგეთის დაშლა; დღესაც შესაძლებელია, რომ ოზურგეთმა მიიღოს თვითმმართველობა, მაგრამ ამისთვის მოსახლეობის გამოკითხვა უნდა ჩატარდეს, სურთ თუ არა ამის გაკეთება. უნდა იყოს გათვლები, თუ როგორ შეეძლებათ დარჩენილ სასოფლო თემებს ოზურგეთის გარეშე არსებობა: ცენტრი სად იქნება, თავად ქალაქ ოზურგეთის ფინანსური მდგრადობა რა იქნება და ა.შ. მთავარია, ქალაქი თვითკმარი ურბანული ცენტრი იყოს და არა ტრაფარეტი. ამ კანონის გახორციელებით სირთულე უფრო მეტი იქნება. ქალაქი ოზურგეთი რომ გამოვა ცალკე, სად იქნება ოზურგეთის წყალმომარაგება? დღეს მისი წყალმომარაგების რეზერვუარი სოფელ გომშია. ელემენტარულად, პოლიკლინიკები, ბაზარი, თეატრები ყველა ეს ინფრასტრუქტურა მუნიციპალიტეტების დღევანდელ ადმინისტრაციულ ცენტრშია, ცალკე რომ გამოეყოფა თვითმმართველი ქალაქები, სად ექნებათ სასოფლო თემებს ეს ინფრასტრუქტურა? უმჯობესი ხომ არ იქნება, შეინარჩუნონ დღევანდელი მუნიციპალიტეტები, სადაც მასში გაერთიანებული სოფლების მოსახლეობას ექნება საშუალება მუნიციპალური ქალაქების სიკეთეებით ისარგებლოს.

ახალი კოდექსი გულისხმობს რამდენიმე სასოფლო თემის კიდევ უფრო დიდ თემებად გაერთიანებას _ მაშინ, სად იქნება ცენტრი?! სოფლის მოსახლეობას ახლა ჰგონია, რომ დაანონსებული რეფორმით თვითმმართველობა ექნება საკუთარ თემში (როგორც 2006 წლამდე იყო), რწმუნებულს თავად აირჩევენ და ა.შ. მათ არ ეუბნებიან, რომ მათი მოლოდინი ფუჭია _ მთავრობა აპირებს რამდენიმე თემის გაერთიანებას (საშუალოდ, ერთ გაერთიანებაში 10 ათასამდე მოსახლე რომ იყოს) და ამ ეკლექტური გაერთინებისთვის თვითმმართველობის მინიჭებას. ეს ძალიან რთული თემაა და მოსახლეობის უკმაყოფილებას გამოიწვევს. მომხრე ვარ დღეს არსებული სასოფლო თემების მოსახლეობას მივცეთ ის, რაც წაართვეს, საკუთარი ხელისუფლების ყოლის უფლება, რომელიც მათ პრობლემებს გადაჭრის.

პირველ ეტაპზე, შეიძლება სასოფლო და საქალაქო თემების თვითმმართველობებში ბიუჯეტი არ იყოს, რადგან მოსახლეობა ვერ გადაიხდის მიწის გადასახადს, მაგრამ შეიძლება იყოს ხარჯთაღრიცხვა, მუნიციპალიტეტმა გამოუყოს სოფელს ფული და სოფლის პროგრამა გახორციელდეს; ეს თანხები მუნიციპალიტეტის მიერ დანიშნულმა რწმუნებულმა კი არა, თემის არჩეულმა საბჭომ უნდა განკარგოს.

სხვა პრობლემებიც წარმოიქმნება; მაგალითისთვის დაბა ნასაკირალს და სოფელ ძიმითს მოგიყვანთ. ნასაკირალს ტყის მასივი არ აქვს, სოფელ ძიმითს _ აქვს. თუ ძიმითის თემი დაბა ნასაკირალი შეუერთდება, ნასაკირალის მოსახლეობასაც ექნება უფლება ძიმითის ტყე გამოიყენოს. რა მოხდება ამ შემთხვევაში წარმოგიდგენიათ?! დღეს ძიმითის თემიდან ნასაკირალში საქონელი რომ გადადის საბალახოდ, ლამის პატარა სამხედრო კონფლიქტია… ან როგორ წარმოგიდგენიათ ქვემო ქართლში და სამცხე-ჯავახეთში რა მოხდება? ქვემო ქართლში ჩვენ გვაქვს 12-ათასიანი სოფელი მუღანლო და 2-ათასიანი სოფელი ლემშვენიერა. როგორ წარმოგიდგენიათ ამ ორის გაერთიანება ან მატნის და დუისის თემების გაერთიანება, იქ არჩევნების ჩატარება და ერთი მუნიციპალიტეტის შექმნა? ან რა სახელწოდებები ექნებათ ამ გაერთიანებებს? ამის ინსტიტუციონალიზაციას თუ აპირებს თენგიზ შერგელაშვილი, ეს უკვე მაქსიმუმ, საქართველოს დაშლაა, მინიმუმ კი _ სერიოზული სამოქალაქო არეულობა. საზოგადოებასთან კონსულტაციის გარეშე, ამ კანონის მიღება დაუშვებელია! სოფლის მოსახლეობას უნდა უთხრან, რამდენიმე სასოფლო თემი უნდა გაერთიანდეს, რომ თვითმმართველობა რომ ჰქონდეს _ ანუ, ფაქტობრივად, ახალი რაიონი უნდა შეიქმნას უფრო პატარა ტერიტორიით. მაგალითად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ძიმითის თემში უკვე ემზადებიან და დიდი მოლოდინი აქვთ, რომ “საკუთარი” თვითმმართველობა ექნებათ, ძიმითის მოსახლეობამ უბრალოდ, არ იცის, რომ “საკუთარი” თვითმმართველობა დაბა ნასაკირალის, ნაგომრის და კიდევ რამდენიმე ტერიტორიულ ერთეულთან საერთო ექნებათ. როცა ამას გაიგებ, მერწმუნეთ, ამ გეგმას მხარს არ დაუჭერენ. შესაბამისად, აუცილებელია საზოგადოებამ ამ საკითხებზე წინასწარ იმსჯელოს, ალტერნატიული ვარიანტებიც განიხილოს და გადაწყვეტილება ისე მიიღონ.

ჩვენს ალტერნატიულ პროექტში გუბერნატორს თვითმმართველობასთან რაიმე კავშირში არ განვიხილავთ. ჩვენ მომხრე ვართ, მუნიციპალიტეტში ავირჩიოთ მერი და საკრებულო მაჟორიტარული წესით, ისე, რომ პარტიის წევრსაც შეეძლოს მონაწილეობის მიღება და საინიციატივო ჯგუფსაც, პატარა ქალაქში, თემში და სოფელში მოსახლეობამ უნდა აირჩიოს და თავისი დასახლების ცენტრში ჰყავდეს არჩეული წარმომადგენელი. საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე დღეს 3500-მდე სოფელია, რომელიც 998 თემშია გაერთიანებული; ანუ დაახლოებით 3-4 სოფელი ერთ თემშია გაერთიანებული და მეტი რაღა უნდა გაამსხვილონ?! დუშეთის მუნიციპალიტეტში 380 სოფელი 14 თემშია გაერთიანებული, ოზურგეთის რაიონის 210 სოფელი _ 40 თემში. სასოფლო თემების კიდევ უფრო გამსხვილება დაუძლეველი ამოცანა იქნება და მოსახლეობა ამას არ მიიღებს

_ მაშინ რატომ დადგა რეფორმის ამ სახით გატარების აუცილებლობა?

_ არ ვიცი ამას ხელისუფლება აკეთებს თუ ცალკეული ჯგუფი ხელისუფლებაში, თუმცა, ვხვდები, რა არის ამის გასაღები; დღეს საქართველოში საკრებულოებში 1720 ადგილია. თუ 2700 გახდება, ხომ უფრო გაიზრდება შანსი, რომ ცალკეული პარტიები (კოალიციის დაშლის შემთხვევაში) ამ საკრებულოებში მოხვდნენ?! ან სულაც კოალიციის ერთიან სიაში ხომ უფრო მეტი ადგილი რჩება სავაჭროდ? ჩემთვის პირადად, ეს ყველაფერი მეორადია, ჩემთვის მთავარია ადგილობრივი თვითმმართველობა ისე ისე მოეწყოს, როგორც მოსახლეობას უნდა და არა ისე, როგორც ხელისუფლებას ან ცალკეულ პარტიებს აძლევს ხელს. შემოთავაზებული სისტემა იმთავითვე მყიფე იქნება და არ იმუშავებს. ფრანგული ანდაზა ამბობს: კვერცხიდან გოგლი-მოგლის გაკეთებას ნებისმიერი შეძლებს, მაგრამ გოგლი-მოგლიდან კვერცხი არავის გაუკეთებია. ასე, რომ ტერიტორიულ საკითხებთან დაკავშორებით დიდი სიფრთხილეა საჭირო.

მთავრობის დადგენილებაში არ წერია, რომ ეს პროექტი საბოლოო ჭეშმარიტებაა. დადგენილებაში წერია, რომ პროექტი ძირითადად მოწონებულია. ამიტომაც, საქართველოს პარლამენტმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს თუნდაც ის შენიშვნები, რაც ამ კოდექსის მიმართ ეკონომიკის, იუსტიციის და შს სამინისტროებს ჰქონდათ. ვთვლით, ჩვენ მიერ წარმოდგენილი პროექტი უფრო მეტად პასუხობს ამ შენიშვნებს, ვიდრე ის, რაც თავად მთავრობამ დაამტკიცა. შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს არ იჩქაროს სამთავრობო კანონპროექტის განხილვა, აცალოს ალტერნატიულ პროექტს ხელმოწერების შეგროვება და ერთად იმსჯელონ ორივე დოკუმენტზე.

(R)

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

გადაუდებელი და სასწრაფო ამბავია _ ერთად ვიბრძოლოთ გიორგის სიცოცხლისთვის!

22:46; 16 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:38; 16 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

20:43; 15 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

„განახლებული, ავტორიზებული, მაგრამ ისევ დაკეტილი _ რატომ ვერ გაიხსნა შუხუთის სკოლა“

17:38; 15 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში – მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა

14:14; 15 სექტემბერი, 2026

ესტონეთის პრემიერი საქართველოს 2014 წლის პირველ ნახევარში ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე

ყველა სიახლე

საზოგადოება

გადაუდებელი და სასწრაფო ამბავია _ ერთად ვიბრძოლოთ გიორგის სიცოცხლისთვის!

22:46; 16.09.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირად შემადგენლობას სამსახურის ახალი უფროსი, თამაზ ბორაშვილი წარუდგინა

21:19; 16.09.2026
მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა

ყაველაშვილმა ნუგზარ უბერი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

18:48; 16.09.2026
სამართალი

ეს უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილება გასაჩივრდება სააპელაციოში – ლილუაშვილის ადვოკატი

18:40; 16.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

18:23; 16.09.2026
პოლიტიკა

სუს-ის ყოფილ უფროსს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

18:15; 16.09.2026
ფინანსები

SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს

17:45; 16.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:38; 16.09.2026
ფინანსები

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა – განახლებული კურსი 17 სექტემბრისთვის

17:12; 16.09.2026
სამართალი

შსს-მ ქვემო ალვანში 10 წლის ბავშვის მიმართ შესაძლო იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

17:07; 16.09.2026
ფინანსები

Forbes-მა ბიძინა ივანიშვილის ქონება ისევ $2.7 მილიარდად შეაფასა

17:00; 16.09.2026
პოლიტიკა

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია

16:54; 16.09.2026
x
პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე – Enka-სთან დაკავშირებით ვაშინგტონის გადაწყვეტილებაც ექვემდებარება გასაჩივრებას

16:34; 16.09.2026
სამართალი

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინეს

14:58; 16.09.2026
ფინანსები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

14:54; 16.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო