კერძოდ, თურქეთიდან, ვალეს საბაჟო გამშვების პუნქტის გავლით, შემოვიდა ირანის მოქალაქე ა.ნ., რომლის კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერებისას, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა 11 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატი ტრამადოლი აღმოაჩინეს. საქმის მასალები შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარ სამმართველოს გადაეცა.
ამავე დღეს, თურქეთიდან, ამჯერად სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პრეპარატისა და სხვა საშუალების საქართველოში შემოტანის კიდევ ორი ფაქტი გამოვლინდა. კერძოდ, სგპ “სარფის” ტერიტორიაზე, თურქეთიდან შემოსული თურქეთის მოქალაქე უ.ჯ.-ის კუთვნილ ავტომანქანაში 7 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატი სუბოქსინი (SUBOXONE) იპოვეს. თურქეთის კიდევ ერთ მოქალაქეს, გ.ტ.-ს კი საბაჟო დათვალიერებისას სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა (23,6 გრ.) აღმოუჩინეს.
საქმის მასალები შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარ სამმართველოს გადაეცა.