“საკითხის იმგვარად დაყენება, რომ თუკი უკრაინა რამით შეფერხდება, ჩვენ ამით ვიხეირებთ, სწორი არ არის. თანამედროვე დემოკრატიული სამყარო დაფუძნებულია ისეთ პრინციპებზე, რომლითაც ყველამ თანაბრად უნდა ისარგებლოს. ამიტომ ერთი მხრივ, ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს. აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში თავიდანვე სწორი გადაწყვეტილება იყო მიღებული, როცა ევროკავშირი სახელმწიფოებთან მოლაპარაკებებს ცალ-ცალკე აწარმოებდა და ეს არ იყო კოლექტიური შეთანხმებები. მაგრამ უკრაინასთან, მოლდოვასთან და სხვა აღმოსავლეთ ევროპულ სახელმწიფოებთან ერთად, ჩვენ გაცილებით ძლიერი ვიქნებით ამ პროცესში”, _ განაცხადა უსუფაშვილმა.