“აქ მუშოაბა საკმაოდ რთულია. ეს გაართულა აქ არსებულმა პოლიტიკურმა დაძაბულობამ და ცვალებადობებმა. მერიაში სისტემა გამართულად ვერ მუშაობდა და ვერც ახლა მუშაობს. უნდა ითქვას, რომ ბევრი თემაა ისეთი, რომელიც შეიძლება შედარებით მარტივად გადაიჭრას. დიდი რეფორმის ჩატარებას ჯერ-ჯერობით არ ვჩქარობ. უბრალოდ კარგად უნდა იყოს ყველაფერი შესწავლილი.
ჩვენ ველოდებით კანონს, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული და სადაც სავარაუდოდ მაქსიმალური შტატები განისაზღვრება. ამიტომაც ჩემი სურვილია, რომ ეს ყველაფერი კარგად აიწონ -დაიწონოს. სტრუქტურა ოპტიმალურად გაკეთდეს და მხოლოდ მას შემდეგ გამოცხადდეს კონკურსები. პირველი ნაწილი ამ კონკურსების უნდა იყოს გარე ტესტირებები, რომ სუბიექტური მიდგომები მინიმალიზებული იყოს. იყოს მინიმალური ზღვრები, როგორც ეროვნული გამოცდები ტარდება. ანუ ტესტირებები, რომელიც არ იქნება მერიაზე დამოკიდებული. ვინც იმ ზღვარს გადალახავს, შემდეგ ჩაერთოს კომისია, როგორც ხდება სამინისტროებში და საჯარო სამსახურებში”, _ განაცხადა შოთა მურღულიამ.