“უნდა ითქვას, რომ პარლამენტის ქუთაისში ყოფნა ქუთაისისთვის კარგია. ერთის მხრივ ეს არის სტატუსი და მეორეს მხრივ ეკონომიკური მხარე.
ეკონომიკურად პარლამენტმა დიდი არა, მაგრამ მცირე ეფექტი მოიტანა. მე თავიდანვე მიმაჩნდა, რომ ამდენი ფულის ჩადება ქუთაისში ამ შენობების აშენებისთვის, არ იყო უპრიანი. ეს თანხა ქუთაისის პრობლემების დიდ ნაწილს გადაჭრიდა, ამით კი საზოგადოება და მოსახლეობა უფრო მეტ შედეგს მიიღებდა.
მეორეს მხრივ უპრიანია ის, რომ პარლამენტი და მთავრობა ერთ ქალაქში იყოს. მე ვიყავი ცენტრალურ ხელისუფლებაში და ვიცი რამხელა პრობლემას ქმნის ეს. არ არის ეს მარტო საწვავზე და ხარჯებზე დამოკიდებული. ეს გადაწყვეტილებეის ოპერტიულად მიღებას უშლის ხელს”, _ განაცხადა შოთა მურღულიამ.