კონფერენციაზე სასჯელაღსრულების სამინისტროს წარმომადგენლებმა საზოგადოებას წარუდგინეს ანგარიში პენიტენციური ჯანდაცვის სფეროში 2013 წლის განმავლობაში მიღწეულ ცვლილებებზე, გამოწვევებზე და სამომავლო გეგმებზე (2013 წელს პენიტენციური ჯანდაცვის ბიუჯეტი 7-დან 12 მილიონ ლარამდე გაიზარდა).
ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრო ადამიანის უფლებების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, ბ-ნი თომას ჰამერბერგი. კონფერენციაზე პენიტენციური ჯანდაცვის სფეროში გაწეული დახმარებისთვის დაჯილდევდნენ აღმასრულებელი ხელისუფლებისა და არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, ექიმები.
ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კონფერენციაზე, ნოდარ ხადურს პენიტენციური ჯანდაცვის სფეროში გაწეული დახმარებისთვის სიმბოლური ჯილდო გადაეცა.