მედიასაშუალება ,რომელიც არ ახმაურებს არც დამფუძნებლების, არც დამფინანსებლის და არც თანამშრომლების ვინაობას, მკითხველს ექსკლუზიურ და კულუარულ ინფორმაციას ჰპირდება. სააგენტოს იურიდიული მისამართია თბილისის ვაკე–საბურთალოს რაიონი,ბუდაპეშტის ქ. N 3ა ბ. 69 . სამართლებრივი ფორმა: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი . მართველობითი ორგანო: წევრთა საერთო კრება . ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები არიან: დიმიტრი მეშველიანი,გამგეობის წევრი, , მაკა ჟვანია- გამგეობის წევრი, გურგენ დონაძე- გამგეობის წევრი, თავმჯდომარე.
შსს-ს პრეს-სამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე ერთ-ერთი ბრალდებულია ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეში. მას პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მესამე ნაწილით ედება, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ნიშნავს. აღნიშნული მუხლით ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დონაძეს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
დონაძის ახალი სააგენტო საჯარო რეესტრში 2013 წლის 5 ნოემბერს დარეგისტრირდა.