მერაბიშვილმა აქვე ქუთაისში სასამართლო პროცესების ხშირად ჩანიშვნაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მიუხედავად მისი თხოვნისა სასამათლო პროცესები ქუთაისის სასამართლოში თითქმის ყოველ კვირასაა, რაც მას პროცესებზე დასწრებაში ხელს უშლის
“მიუხედავად ჩემს მიერ გაკეთებული არაერთი განცხადებისა, ყოველდღე არ ჩაენიშნათ სხდომები, მე მაინც მიწევს რამდენიმე საათიანი მგზავრობა და 300 კილომეტრის გავლა. მიჭირს მოვახდინო სრულფასოვანი დაცვა. მე მართალია, ყველა პროცესს არ ვესწრებოდი, მაგრამ მე და ჩემს დაცვის მხარეს არ გვქონია წინასწარ შეხვედრის შესაძლებლობა. ამით თქვენ კიდევ ერთხელ დაამტკიცეთ, რომ გეშინიათ. არც ერთი მოწმე არ არის, რომელიც ჩვენს ბრალეულობას ადასტურებს. თქვენ ქურდობით ცდილობთ სასამართლოსაგან თქვენთვის სასურველი განაჩენის მოპოვებას”, _ განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.